ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / როგორი იქნება 2018 წელი – რას გვიმზადებს ყვითელი ძაღლი

როგორი იქნება 2018 წელი – რას გვიმზადებს ყვითელი ძაღლი

ართალია, ახალ წლამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ჩვენი საიტის მკითხველები უკვე იჩენენ დაუძლეველ ინტერესს და ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით – მაინც როგორი იქნება დამდეგი 2018 წელი? 

ვითვალისწინებთ მათ თხოვნას და დღეს მოკლე ინფორმაციას შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი წელი გვლოდება წინ.
თავიდანვე გაგახარებთ – როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი – საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ამ წელს ადამიანები გაცილებით უფრო ტოლერანტულები, გამგებიანები და დიპლომატიურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. ზოგადად მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმაურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია. 
ყვითელი ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ე.წ. “ღუზის ჩაშვების” და ნანატრი სიმშვიდის მოპოვების წელიწადი იქნება. ძალიან ბევრ ჩვენგანს ზუსტად ამ წელს მიეცემა შანსი შეიძინოს ნანატრი სახლი, დაოჯახდეს და იპოვოს ბოლოს და ბოლოს ის კომფორტი და სულიერი წონასწორობა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობდა. 

ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის კომუნიკაციაში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები გაცილებით უფრო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.

არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის და შემეცნების კუთხით. არ არის გამორიცხული ამ წელს მსოფლიომ იხილოს ახალი ტექნოლოგიები და პრეპარატები, რომელიც დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემაში.
განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პირად და სასიყვარულო კავშირებს ეხება.

ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოეჩვენოს. თუმცა აჯობებს კარგად გაარკვიოს მისი ასეთი ქცევის მოტივები.

კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. ეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მიეცემათ დაიწყონ თავბრუდამხვევი რომანი.

ტყუპებს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას ჰპირდება. გამორიცხული არ არის, მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდა, მის მიმართ სულ სხვანაირად იყოს განწყობილი.

კირჩხიბებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელის. შესაძლოა ძვირფასი ადამიანის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დასჭირდეს.

ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდი სირფთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს მის გულწრფელ გრძნობებს.

ქალწულების დიდ ნაწილს მსუბუქი, სამსახურებრივი რომანების წელი ექნება. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული კავშირებისთვის.

სასწორების დიდ ნაწილს სიყვარულის ძიების სურვილი შემოუტევს. თუმცა ასტროლოგები ურჩევენ, არჩევანი გულის კი არა გონების კარნახით გააკეთონ. ნუ ეძებენ პრინცს ან პრინცესას. მათ გარშემო არაერთი, რეალური თაყვანისმცემელი იქნება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას დიდი სიამოვნებით მოინდომებს.

მორიელების უმეტესობას მომავალი წელი სასიყვარულო კავშირების მხრივ მხურვალე რომანებს ჰპირდება, თუმცა პრობლემა ამ ყველაფერში მისი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანი ბუნება იქნება. შესაბამისად, დასახელებული თვისებების გამო, დიდი ალბათობა არსებობს, რომ თავად გააფუჭონ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს ახალი რომანი და ნაცნობობა ელის, მაგრამ ვარსკვლავები აფრთხილებენ – ენას კბილი დროულად დააჭირონ და ახალი პარტნიორი, ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე საუბრებით არ დააფრთხონ.

თხის რქების დიდ ნაწილს გარკვეული სირთულეები ელით პირად ცხოვრებაში. ეს ის წელია, როცა უკვე არსებულ ურთიერთობებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუმცა ეს ქორწინება იქნება თუ განშორება, მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული.

მერწყულებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე თავბრუდამხვევი რომანი და ამაღელვებელი ემოციები ელის. შესაძლებელია ამ წელს სულიერ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეს და რეკორდულ დროში იქორწინოს მასზე.

თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელთა დიდი ნაწილისთვის 2018 წელი გადაწყვეტილების მიღების წელი იქნება. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდნენ, თუმცა ასტროლოგები ურჩევენ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი გადაწყვეტილება და პარტნიორის თვისებები რეალურად შეაფასონ. შესაძლოა ის სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი იდეალური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.

სიმშვიდით,

მეგობრულობით,

მოთმინებით,

ერთგულებით, 

პრაქტიკულობით,

შრომისმოყვარეობით, 

ლოგიკური აზროვნებით, 

მიზანდასახულობით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

 „დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისეთი რამ იცის, რომლის გარეთ გამოტანა შოკში ჩააგდებს, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს“

  „ბიძინა ივანიშვილსა და საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლებს შორის გარიგება შედგა, რომ  ციხიდან არ გამოეშვათ დეკანოზი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com