ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  რობოტი სოფია და ხელოვნური ინტელექტი-„არ მინდა მსოფლიო რობოტად იქცეს…“

 რობოტი სოფია და ხელოვნური ინტელექტი-„არ მინდა მსოფლიო რობოტად იქცეს…“

 ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის, ახლა რობოტებმა  ჩვენს ცხოვრებაშიც შემოაღწიეს, ისე , რომ შესაძლებელია ადამიანური რესუსი ჩაანაცვლონ, ჩვენს ნაცვლად მათ  მიიღებენ სამსახურში, ჩვენ კი სახლში  ვისხდებით:  იაფი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება და გაუმჯობესებული სერვისი. არ ვიცი, როგორ მოეწონება  ქართულ საზოგადოებას რობოტების ექსპერიმენტების დანერგვა, მაგრამ ცხადია, ადრე თუ გვიან ისინი ქართულ სინამდვილეშიც შემოაღწევენ.. გვინდა თუ არა, ამას არავინ გვეკითხება…რად გვინდა ეს ხელოვნური ინტელექტი?კარგად  გავერკვეთ, საით  მიდის ცივილიზებული მსოფლიო?

**

საერთაშორისო სამიტი თბილისში.სახელმწიფო სერვისების ინოვაციები….ომხსენებლებს შორისაა ჰუმანოიდი სოფია,რომელმაც ხელოვნური ინტელექტის, ინფორმაციული ინოვაციების და პერსონალურური მონაცემების დაცვის საკითხებზე ისაუბრა… 

 რობოტი სოფია

 „გამარჯობა საქართველო… მოხარული ვარ, რომ ამ  ლამაზ ქვეყანაში  ჩამოვედი…

სახელმწიფო სამსახურები შექმნილია იმისათვის, რომ სარგებელი მოუტანოს ადამიანებს, ამიტომ სერვისი უნდა იყოს განვითარებული…ისე,  რომ უპასუხოს საჭიროებებს და ხალხმა შეძლოს ეფექტური მომსახურეობის მიღება…რადგან ადამიანებს ბევრი საფიქრალი და საზრუნავი აქვთ, მე არ ვსარგებლობ სახელმწიფო სერვისით, რადგან რობოტი ვარ, მაგრამ შეგვიძლია იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს მომსახურება“…

ნილ სკოტი-გაეროს სერვისების განვითარების  პროგრამის ხელმძღვანელი

„ხელოვნური ინტელექტის განვითარებით,  გვინდა გავაუმჯობესოთ  სერვისები და რობოტების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში.

 გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიყენებთ  ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სახელმწიფო სერვისს ეხება, მაგალითად როცა ვიღებთ პასპორტს, ან მართვის მოწმობას, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში სოფიას მსგავსი რობოტების გამოყენება დაინერგოს… ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი მომსახურებას უფრო სწრაფს, იაფს და ეფექტურს ხდის…ეს დადებითი მხარეა, მეორეს მხრივ,  ამ სექტორის განვითარებას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ…რომ მხოლოდ დადებით შედეგებზე გავიდეთ…“

პ.ს. „როცა ადამიანები არსებობენ და ადამიანური რესუსები, რა საჭიროა რობოტები? ვის და რაში დასჭირდაღა ადამიანური რესუსების ჩანაცვლება?  არ ვიცი,  მკითხველო, დამეთანხმები  თუ არა, მაგრამ მე,  როგორც  ერთი ადამიანი,  გამაოცა ამ რობოტებისადმი  თაყვანისცემამ, რა ინოვაციაა, რა ხელოვნური ინტელექტი? გაყინული ტვინი და დაშტამპული აზროვნება?… არ მინდა მსოფლიო რობოტად იქცეს…“

🔴ჰუმანოიდი სოფია იუსტიციის სახლში ხალხთან ურთიერთობს – LIVE 🤖🤖⭕

Posted by News Agency ExpressNews – ექსპრესნიუსი on ოთხშაბათი, 18 ივლისი, 2018

ეთერ ბალაძე

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com