ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რობერტ ახალაიას ჩვენებიდან:„ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი“

რობერტ ახალაიას ჩვენებიდან:„ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი“

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების განმარტებისას, მოსამართლემ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება მოიშველია.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ განაცხადა, ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ მან შემთხვევის ადგილიდან წასვლამდე ტანსაცმელი გამოიცვალა, დანა ჩანთაში ჩადო და უზნაძის ქუჩა დატოვა.

დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი”, – განაცხადა მოსამართლემ.

მისივე თქმით, ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ახალაიამ ჩვენება გამოძიებას მოწმის სტატუსით მისცა. ელენე გოგუაძის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com