ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მეტეხის ხიდთან, რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 2 მათგანი დაიღუპა

მეტეხის ხიდთან, რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 2 მათგანი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს თბილისში, რიყეზე – მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც კორეის მოქალაქე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა რიყის მხარეს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული ცოლ-ქმარი კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, მალევე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 116-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

წყარო:http://emigrantebi.org

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...