ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რისთვის გარიცხეს დავით ჭიჭინაძე ოცნებიდან-„ოცნების” პრობლემა ისაა, რომ ძალიან ჩაიკეტა, უჭირთ სიმართლის მოსმენა

რისთვის გარიცხეს დავით ჭიჭინაძე ოცნებიდან-„ოცნების” პრობლემა ისაა, რომ ძალიან ჩაიკეტა, უჭირთ სიმართლის მოსმენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, “ოცნების” პრობლემა ისაა, რომ ძალიან ჩაიკეტა. დეპუტატს აინტერესებს, რას იტყვიან ყოფილი თანაგუნდელები მის შესახებ და პასუხს მერე გასცემს. პარლამენტარმა პარტიის გადაწყვეტილება ჟურნალისტებისგან გაიგო. გადაწყვეტილების მიღების დროს ის “პალიტრანიუსში” სტუმრად იმყოფებოდა, პირველი კომენტარიც ამ ტელევიზიასთან გააკეთა.

“ცოტა ა და ეს გახდა “ქართული ოცნების” პრობლემა, რომ ძალიან ჩაიკეტნენ მხოლოდ და მხოლოდ. ახლა ძალიან საინტერესო იქნება… ყოფილი პრემიერი მიალანძღეს. ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავენ. დაველოდოთ რას იტყვიან. შესაბამისად, გავცემ პასუხებს. ძალიან საინტერესოა რას დამაბრალებენ და რას მოიფიქრებენ.

მორალზე და ეთიკაზე რომ ლაპარაკობს კობახიძე. რომ ლაპარაკობენ დანარჩენები, მათი სახელებისა და გვარების გახსენებაც კი ცოტა უხერხულია. არა მგონია “ქართულ ოცნებას” მაგ ადამიანებისგან დიდი სარგებელი ჰქონდეს. ვინც ხელს აწერს ჯერ იმათ ვუკავშირებ. ზოგადად არა მგონია თითო წევრი გარიცხვაზე ბიძინა ივანიშვილი იღებდეს გადაწყვეტილებას, არა მგონია მაგ დონემდე დადიოდეს. ხარისხშია საქმე და არა სიმრავლეში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com