ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა მას ოთხი მილიონი მოსთხოვა და ამის შესახებ ხელით ანიშნა. ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და თუ ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს, მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, რომელთა „ჩაწერაშიც ზაზა ოქუაშვილიპროფესიონალია“.
„ყველაზე საინტერესო, რაც „რუსთავი 2-ით“ ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
.. თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?“მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა., – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.