ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს (ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს (ვიდეო)

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.

“რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის (ჩუმათელეთი-არგვეთა), მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com