ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს“-19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია

„ მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს“-19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია

მართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს“-განაცხადა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირალი კობახიძემ.

შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ რაზედაც კობახიძე განმარავს.9 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს: ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება „ამნისტიის შესახებ კანონის” მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“

„ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება.

შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგავრი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,“- განაცხადა კობახიძემ

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: kobaxidze2.jpg

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...