ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რვა ტყვიით დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა -ის ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას შვილია

რვა ტყვიით დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა -ის ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას შვილია

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილი ნიკა კვარაცხელია კლინიკაში დილით გარდაიცვალა. დაპირისპირება ნიკოლაძის ქუჩაზე ღამით მოხდა.

ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ნიკა კვარაცხელიამ ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდში, ყელში, ზურგსა და ბარძაყში მიიღო. ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა. ექიმები დაჭრილის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ვერაზე რვა ტყვიით დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა

https://odishinews.ge/2021/09/16/veraze-rva-tqhviith-datchrili-nika-kvaratskhelia-gardaitsvala/embed/#?secret=QhBL1NAQ7u

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდამსხმელი ნიკა კვარაცხელიას ნაქირავებ ბინასთან, სადარბაზოში ჩაუსაფრდა. წინასწარი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიასთვის თავდასხმა მოულოდნელი იყო. ახალგაზრდას ჯერ გულმკერდში ესროლეს, ზურგში ჭრილობები კი მაშინ მიიღო, როცა სადარბაზოდან უკან, ქუჩის მიმართულებით გაქცევას ცდილობდა. თავდამსხმელი მიიმალა, ის ამ დრომდე არაა დაკავებული.

ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია. ერთერთი ვერსიით, თავდასხმა სწორედ გია კვარაცხელიაზე შურისძიებას უკავშირდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი გია კვარაცხელია საქართველოში არ იმყოფება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...