ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა ხდება ბაგა- ბაღებში? პური მენიუდან ამოიღეს და რძე ღვინის ეტიკეტით იყო შეტანილი?

რა ხდება ბაგა- ბაღებში? პური მენიუდან ამოიღეს და რძე ღვინის ეტიკეტით იყო შეტანილი?

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 თბილისის ბაღებში რძის ნაცვალად ღვინო შეიტანეს? ფაქტობრივად  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძე ადასტურებს, რომ ეტიკეტი აირია, მაგრამ სინამდვილეში დაუდევრობასთან გვაქვს საქმე.  გვანცელაძის კომენტარიდან დასტურდება, რომ ბაგა-ბაღებში არც ისე რიგიანად არის საქმე. კახაბერ გვანცელაძე ამის შესახებ აცხადებს:

„ეს მენიუ და კალორაჟი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 1292 კალორიაა განსაზღვრული დღიური ნორმა და ეს რეგულაცია ჯანდაცვის სამინოსტროს ინიციატივით შემოვიდა შარშან ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, კვების პროდუქტები ბაღებს მიეწოდება ამ რეგულაციების შესაბამისად. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავდა მენიუ ექსპერტების დახმარებით, რომელიც ამ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაღებში შეტანილი პროდუქტის ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არის დადგენილი მთავრობის 487-ე დადგენილებით, რომელიც გასული წლის ოქტომერში მიიღეს. მთავრობის ეს დადგენილება ამასთანავე, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუ რომელიმე ბაღში დაფიქსირდა არასაკმარისი პროდუქტის არსებობა, გვითხარით კონკრეტული ფაქტები და შევამოწმებთ. თუ რეგულაცია დარღვეულია, მკაცრი რეაგირება მოხდება. ერთეული შემთხვევები უნდა მითხრათ, რომ მე რეაგირება მოვახდინო. გავრცელებული ინფორმაცია, რომ პური არის ამოღებული მენიუდან, ტყუილია. რაც შეეხება უშუალოდ რძის პროდუქტს, სურსათის უვნებლობის სააგენტომ გამოიკვლია და დაადასტურა, რომ რძის პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო. „მილკოს“ პროდუქციის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა გუშინ გამოავლინა ხარვეზი, რომ რძე ღვინის ეტიკეტით იყო შეტანილი ბაღებში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთჯერადი მასალა და არის უსაფრთხო“, – განაცხა კახაბერ გვანცელაძემ.

მარი მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის ...