ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა ქონების პატრონია თბილისის ახალი მერი კახა კალაძე

რა ქონების პატრონია თბილისის ახალი მერი კახა კალაძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

ამიერიდან თბილისს ახლადარჩეული მერი ჰყავს- კახა კალაძე სოლიდურ ქონებას ფლობს. ქონება, რომელიც მან პოლიტიკაში მოსვლამდე  საფეხბურთო კარიერიდან დააგროვა. კახა კალაძე საკუთარი ქონებიდან ქველმოქმედებასაც ეწევა. 

მკითხველისათვის საინტერესი იქნება  გავაცნოთ  ახალი მერის ქონებრივი დეკლარაცია:

კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია, რა ქონების პატრონია ის?

**

„ლექსუსი”, “როლს როისი”, “ბენტლი”, “ფერარი”, ოთხი სხვადასხვა სერიის “მერსედეს ბენცი” და “ჰარლი დევიდსონის” მოტოსატრანსპორტო საშუალება – ეს 

კალაძის პირადი ავტოპარკია. ასევე მის მფლობელობაშია ძვირადღირებული ტილოებიც- ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის 6 ფერწერული ნამუშევარი.

ენერგეტიკის მინისტრი 7 საცხოვრებელ სახლს, 7 მიწის ნაკვეთს, 1 ავტოფარეხსა და 3 არასაცხოვრებელ ფართს ფლობს. საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები მდებარეობს როგორც საქართველოში, ისე უკრაინის დედაქალაქში. კიევში კახი კალაძე 2 ბინას და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, 14.07.2007-დან კახი კალაძე არის “კალა კაპიტალ ლიმიტედის”, “იუკას”, “ნესტ გრუპის”, შპს “კოლხეთის” პარტნიორი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “იუკა”-დან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული შემოსავალი 335 ათასი ევროა, ხოლო “ნესტ გრუპიდან” კახი კალაძემ 150 ათასი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო. ასევე, გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა გაყიდა ავტომანქანა, რომლისგანაც შემოსავლის სახით 68 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო ქველმოქმედებაში (საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) 7884.05 ლარი დახარჯა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” გამოკითხვა დაიწყო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” გამოკითხვა ...