ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ რა უნდა ბაზებს ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერთან? ხალხის ზურგს უკან რა გარიგებები ხდება?“

„ რა უნდა ბაზებს ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერთან? ხალხის ზურგს უკან რა გარიგებები ხდება?“

 

დავით გარეჯში  სამღვდელო პირებს და მომლოცველებს შეუშვებენო… დიდი „წყალობაა“, დიდი- იმას რატომ არ ამბობთ, რომ აზეირბაიჯანელი ჯარისკაცები უნდა გავიდნენ გარეჯიდან?

 პრემიერი გახარია რაღაც გაუგებრად საუბროს, ვიხაროთ თუ ვიდარდოთ?

კომისია მუშაობს ხელი არ შეუშალოთო- არც  აქამდე შეგვიშლია ხელი,  ბატონო გიორგი, მაგრამ შედეგი?

 რა უნდა ბაზებს ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერთან? რას იცავენ, ან ვისგან?

 რა ხდება,  ხალხის ზურგს უკან რა გარიგებები ხდება? იქნებ გააჩუქეთ გარეჯი და გვიმალავთ?  ვინ იცის…

  ამბობთ „პატრიოტული გამოხტომები“ არ იყოსო- გაუგებარია,   რისი თქმა გინდათ- როგორ ვერ დასრულდა საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა- დროს წელავთ და სხვა არაფერი… 

ასე, ნელ-ნელა  ვკარგავთ დავით გარეჯს…თუ გვაჩვევენ? სიმართლე არ დაიმალება, გარეჯს  ქართველი ხალხი არ დათმობს- ბოლოსდაბოლოს,  დაუსულებელი კომისიის მუშაობაც დასრულდება- რა პასუხს  ეტყვით  ხალხს?

ნინი ბეთანელი

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com