ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რა საჭიროა ამდენი ნაგებობა, თუ მოსახლეობა მშიერი დაიხოცა…“„როგორია იმ ქვეყნის მომავალი, სადაც 15 წლის მოზარდი შიმშილის გამო თავს იკლავს?!“

„რა საჭიროა ამდენი ნაგებობა, თუ მოსახლეობა მშიერი დაიხოცა…“„როგორია იმ ქვეყნის მომავალი, სადაც 15 წლის მოზარდი შიმშილის გამო თავს იკლავს?!“

Petre Kolxi-პეტრე კოლხი
მამა პეტრე  15 წლის მოზარდის თვითმვლელობაზე სოციალურ ქსელში წერს:

 

ბევრი რამის თქმა მინდა, უამრავი ფაქტების მოყვანა შემიძლია, რას და რატომ ხარჯავენ ჩვენი ქვეყნის დიდგვაროვნები, ერთმანეთის თვალში ქველმოქმედის როლი ღირსეულად რომ ითამაშონ…
ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რამდენი სენაკი თუ გალავანი ჩადგა მათი მეხოტბეების საამებლად…
რა საჭიროა ამდენი ნაგებობა, თუ მოსახლეობა მშიერი დაიხოცა…
როგორი თავმოყვარეობა უნდა ჰქონოდა ბავშვს, რომელმაც შიმშილზე მეტად სირცხვილს ვერ გაუძლო…
არც გვერდით ჰყავდა ვინმე, ეს უბედურება რომ არ ჩაედინა…
ნუთუ ასეთი ძნელია იმის დანახვა, რომ ჩვენ გვერდით რეალური ადამიანები შიმშილით რეალურად იხოცებიან…
ერთი ადამიანის სული უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული…
ამ უღარიბეს ქვეყანაში უამრავი მილიონერია… ეს უკვე დანაშაულია…
ღმერთის შიმშილს განვიცდით… სწორედ ეს არის მიზეზი, სხვა დანარჩენი ტრაგედიების!..“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com