ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა მიზნებს ემსახურება „გორჩაკოვის ფონდი“ საქართველოში, ასევე, რა კავშირები აქვს აღასი არაბიანს მოსკოვის ქართულ „სათვისტომოსთან“, რომელიც ერთი წლის წინ პროვოკატორი გიორგი გაბუნიას დამცავ განცხადებებს ავრცელებდა

რა მიზნებს ემსახურება „გორჩაკოვის ფონდი“ საქართველოში, ასევე, რა კავშირები აქვს აღასი არაბიანს მოსკოვის ქართულ „სათვისტომოსთან“, რომელიც ერთი წლის წინ პროვოკატორი გიორგი გაბუნიას დამცავ განცხადებებს ავრცელებდა

ჯავახელი სეპარატისტი „გორჩაკოვის ფონდს“ გამოესარჩლა:

წაიკითხეთ ჩემი ეს შენიშვნა ბოლომდე. Некоторые из моих армянских френдов владеют грузинским языком; на русский эту заметку я не перевожу принципиально. Заметка касается одного сепаратиста из Джавахети, окопавшегося в Москве и заступившегося за подрывную организацию «Фонд Горчакова». არსებობს ასეთი სეპარატისტი – აღასი არაბიანი, რომელიც დიდი ხანია, გადაბარგდა მოსკოვში და იქ დააარსა ე. წ. „ რუსეთის ჯავახკური დიასპორა“. იგი ამ ორგანიზაციის „პრეზიდენტად“ იწოდება კიდეც. მართალია, არაბიანის მეტი ამ ვითომ „დიასპორაში“ არავინაა, მაგრამ „პრეზიდენტი“ აქტიურად ეწევა ანტიქართულ საქმიანობას და ცდილობს, აიყოლიოს წესიერი ჯავახეთელი სომხები. მას კავშირები აქვს გაბმული რუსეთის ზოგიერთ საზოგადოებრივ ცენტრთან და მათ მიერ იმართება კიდეც. „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ სახელით იგი წლების მანძილზე აგზავნიდა სხვადასხვა შინაარსის წერილებს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით. ერთი პერიოდი, რუსი კურატორების რჩევით, თავს იკავებდა ანტიქართული განცხადებებისგან, მკაფიოდ აღნიშნავდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ პრინციპს და თან… ჯავახეთის „ავტონომიას“ ითხოვდა.
ეს ვირ-ეშმაკა აღასი ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ ფეისბუკზე პატრიარქ ილია მეორის ქილიკსა და ლანძღვაში გამოიჭირეს. ჩვენი პატრიარქის ლანძღვა-გინება მან მაშინ გააჩაღა, როდესაც სოციალურ ქსელში ქართველებსა და რუსებს შორის კამათი და თან დიალოგი მიმდინარეობდა. თუ საჭიროა, ამის დამადასტურებელ სკრინ-შოტებსაც გამოვაქვეყნებ, რომლებიც ძველ კომპიუტერში მაქვს შენახული. როდესაც მას ჩემმა მეგობრებმა „შეუძახეს“, განა შენ „ის“ აღასი არ ხარო?! – უმალ დადუმდა და შეწყვიტა ილია მეორის შეურაცხყოფა. 
თანდათან, აღასის მობეზრდა „კონსტრუქციული ოპონენტის“ როლი და ისევ დაუფარავ ანტიქართულ საქმიანობაზე გადაერთო. ამის მაგალითია საიტ „რეგნუმ“-ზე მის მიერ სულ ახლახანს შეთითხნილი პასკვილი – „Кто помогает развалить Грузию: руки прочь от России и Джавахка»https://regnum.ru/news/polit/2666413.html , სადაც არაბიანი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პრეზიდენტს, ასევე თხზავს მითს, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ერთმანეთს დააჯახოს სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა. ეს კიდევ არაფერი, სომეხ არაბიანს „გული შესტკივა“ იმაზე, როგორ უსამართლოდ ექცევა საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით და ძაბავს ურთიერთობებს ბაქოსთან! საქართველოს სიძულვილით, არაბიანი მალე ალბათ სომხურ გენოციდსაც უარჰყოფს, მაგრამ ეს იქით იყოს, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ იმაზე, რაც შავით თეთრზე უწერია ამ სუბიექტს!
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არაბიანი ექომაგება „გორჩაკოვის ფონდს“, რომელიც საქართველოში მუშაობს და გაურკვეველ მიზნებს ემსახურება – ყველაფერს, გარდა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებისა. იგი ასევე იცავს რუსეთში რუსეთის ოფიციოზის მიერ შექმნილ ვითომ „ქართულ დიასპორას“, მის უნიათო და არაფრის მაქნის ხელმძღვანელს, მის დამქაშებთან ერთად. ეს ყველაზე უფრო საინტერესო ეპიზოდია არაბიანის პასკვილში – ჯავახეთელი სეპარატისტი დადგა „გორჩაკოვის ფონდის“ და ქართული ფსევდოდიასპორის ინტერესების სადარაჯოზე, რუს მკითხველებთან გვარის დაუსახელებლად გვასმენს მე და ჩემს კოლეგებს, ვინც ხმა ამოვიღეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინონ ეს გარემოება და კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდნენ, რა მიზნებს ემსახურება „გორჩაკოვის ფონდი“ საქართველოში, ასევე, რა კავშირები აქვს აღასი არაბიანს მოსკოვის ქართულ „სათვისტომოსთან“, რომელიც ერთი წლის წინ პროვოკატორი გიორგი გაბუნიას დამცავ განცხადებებს ავრცელებდა, როდესაც გაბუნიამ ტელეეთერში მასხრად აიგდო იესო ქრისტეს სახელი და ბიბლია.

გულბაათ  რცხილაძე 
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...