ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა მიზეზით აეკრძალა ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება?

რა მიზეზით აეკრძალა ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება?

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ bpn.ge სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე შალვა ურიადმყოფელმა დაყრდნობით წერს.

როგორც ურიადმყოფელმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

მისივე თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.

„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან“, – აღნიშნა ურიადმყოფელმა. 

რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა. 
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რიგები და წიოკი 48 მაისურის გამო -სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მაისური (ვიდეო)

მშიერმუცელა მონებო!სალომეს ტრიკო დაიხურეთ თავზე! Posted by ნაციონალების ფეისკლუბი on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com