ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს

რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს

2019 წელს ჩინური ახალი წელი დგება. როგორი ურთიერთობა ექნება ყვითელ ღორს აღმოსავლური კალენდრის სხვა წარმომადგენლებთან, როგორი იქნება ახალი წელი და რას უნდა ველოდოთ – ამის შესახებ ჩინური ჰოროსკოპიდან შეგვიძლია შევიტყოთ. 

1. ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)

ვირთხები ძალიან მიზანსწრაფულები არიან. ასე რომ, მათი დამარცხება ადვილი როდია. ყვითელი ღორს ძალიან მოხიბლავს ასეთი სიჯიუტე და შემართება და ვირთხებს უამრავ შესაძლებლობებს მისცემს ახალ 2019 წელს. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო დანარჩენი სამყაროსთვის თავისი თავი წარედგინა, სწორედ დროა, რომ ეს გააკეთონ და თავისი ტალანტი გამოავლინონ. ყველა მცდელობა გულუხვად იქნება წახალისებული და დაჯილდოებული.ოჯახში შექმნილი უთანხმოება მოგვარდება, მარტოხელა ვირთხებს კი ყვითელი ღორი საბედისწერო შეხვედრას უმზადებს მომავალ მეორე ნახევართან. თებერვალი, აპრილი და ოქტომბერი იღბლიანი თვეებია ვირთხებისთვის.

2. ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)

ჯიუტი ხარები იმას მიაღწევენ, რისკენაც მთელი წლის განმავლობაში ისწრაფვოდნენ. მათი შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს. განსაკუთრებული გულმოდგინებით ყვითელმა ღორმა ოჯახურ და პირად ცხოვრებაზე იზრუნა – მთელი წელი სიყვარულით, სითბოთი და ჰარმონიით იქნება სავსე. თუ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, ყვითელი ღორი შესაფერის ადამიანს შეგახვედრებთ.

ხარს შესაძლებლობა ექნება საოცნებო მოგზაურობაშიც წავიდეს, თუმცა, უმჯობესია თუ ამას მეგობრებთან ერთად გააკეთებს და მარტო არ იმოგზაურებს. მარტში, მაისსა და აგვისტოში ხარებს ფინანსური წარმატება ელით, ზაფხული კი საუკეთესო პერიოდია სამსახურის შესაცვლელად და ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად.

3. ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)

თუ ვეფხვი რამეს დაგპირდათ, მოუწევს კიდეც დანაპირების შესრულება – ყვითელი ღორი არ დაუშვებს, რომ მისი სიტყვები ცარიელ სიტყვებად დარჩეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ გრძელვადიანი პროექტებისგან. დაკავით იმით, რაც მალე მოიტანს შედეგს. მთავარია, არ იზარმაცოთ და ყველაფერი ხელებში ჩაგივარდებათ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ოჯახური კეთილდღეობა არც ვეფხვებს მოაკლდებათ. მარტოხელა ვეფხვებს ბედი გაუღიმებთ. აპრილში, მაისსა და სექტემბერში სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

4. კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)

მომავალ წელში ფეთქებად და ხისტ კურდღლებს მოუწევთ ისეთი თვისებები შეიძინონ, რომლებიც წლის მფარველ ყვითელ ღორს ესიამოვნება. მხოლოდ მოლაპარაკების უნარი და კომპრომისზე წასვლა დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.

სამსახური, ოჯახი, გართობა – იმდენი დიდი ხნის ნანატრი ცვლილება გელით, რომ ერთბაშად ყველას ერთად მიღება გაგიჭირდებათ კიდეც. ასტროლოგები გირჩევენ, ჯერ ის აირჩიოთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია.
მეტ-ნაკლებად კარგი თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი და დეკემბერი.
ყველა მხრიდან მაცდურ შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ დრაკონებო, ნუ გადაეშვებით თავით ამ კორიანტელში. ბევრ მათგანს რეალიზება არ უწერია, ამიტომ წინასწარ უნდა გქონდეთ სათადარიგო გეგმა. თუ დაოჯახებული ხართ, ელოდეთ ოჯახში მატებას.

ღორის წელი საუკეთესო დროა, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში და მიმართეთ მედიტაციას.
კარგი თვეებია – თებერვალი, მაისი და ივლისი.
6. გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

გველსა და წელიწადის მფარველ ყვითელ ღორის ურთიერთობა ვერ ჩამოუყალიბდებათ. იცხოვრეთ ჩვეული რიტმით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ

ჯანსაღი ამბიციის და ინიციატივის გამოჩენის, თუმცა ყოველი ნაბიჯი წინასწარ უნდა გათვალოთ.

ღორის წელიწადში კაპიტალის შეგროვება ვერ მოხერხდება. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, გახსოვდეთ სიბრძნე: უკეთესია იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან.

კარგი თვეებია – მარტი, ივნისი, ივლისი, დეკემბერი.

Astrologia

7. ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ღორის წელში ცოტა მოეშვან და წაიზარმაცონ. ღორი ყველაფერს აპატიებთ. შრომისმოყვარე ცხენს ფინანსურად წარმატებული წელი ექნებათ, თუ საკუთარ საქმეს წამოიწყებთ, იღბალი არ მიგატოვებთ.

არაა გამორიცხული, რომ სამსახური შეიცვალოთ ელოდეთ ცვლილებებს პირად ცხოვრებაშიც – დროა უკვე სერიოზული სახე მისცეთ ურთიერთობას, ან თუ ეჭვი გაქვთ – უბრალოდ წარსულში დატოვოთ და ეს სწორედ 2019 წელს უნდა გააკეთოთ.

საუკეთესო პერიოდია – აპრილი, ივლისი და დეკემბერი.

Astrologia

8. თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

თავის მისწრაფებაში, გაიგონ ყველაფერი, თხები ხშირად იმტვრევენ რქებს, მაგრამ წარუმატებლობა ვერ შეაჩერებთ მათ, რადგან თხა ხომ წლის მფარველი ღორის მეგობარია. ღორი თხას ყველა შესაძლებელი წარმატებისა და სიხარულის მთელ კომპლექტს უძღვნის ამ წელს. წინ შენასიშნავი პერსპექტივები გელით. თხები, რომლებიც ბევრს შრომობდნენ, გულუხვად დასაჩუქრდებიან და გარშემომყოფთა პატივისცემასაც დაიმსახურებენ.

2019 წელს თხებს მოუნდებათ რამე ახალში მოსინჯონ ძალები: იპოვონ ჰობი, აითვისონ ახალი პროფესია და ა.შ. ყველაფერი გამოგივათ, მხოლოდ მოინდომეთ.

მარტი, სექტემბერი და ოქტომბერი – პირად ცხოვრებას სასიამოვნო მოვლენებით აავსებენ.

Astrologia

9. მაიმუნი (1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

დამდეგი წელი იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ მაიმუნს თავბრუ დაეხვევა, მოგიწევთ წინასწარ დაგეგმოთ ბევრი რამ და ბევრ საქმესაც ნუ შეეჭიდებით. რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ, ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

დრო და დრო, შესაძლოა ეჭვებმაც შეგიპყრონ, სწორად იქცევით თუ არა. ამიტომ, ასტროლოგები რეკომენდაციას გაძლევენ მოუსმინოთ იმის რჩევას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით. გაზაფხულზე მცირე ნერვიულობა გელით, რადგან ვარსკვლავები ერთგვარ გამოცდას მოგიწყობენ გამძლეობაზე.

სასიამოვნო სიურპრიზები და წარმატებული შეთანხმებები გელით მარტში, სექტემბერსა და ნოემბერში.

Astrologia

10. მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

მამლებს 2019 წელს ყველაფრის შეცვლა მოუნდებათ: სამსახურის გარემოცვის, იმიჯის… თითქმის ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ, განხორციელდება. ამ წელს მამლები თავის გამოჩენას შეძლებენ და აღიარებას მოიპოვებენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენენ ნათესაური კავშირები, ნუ დააყენებთ მათ მეორე ადგლზე!

დიდი უსიამოვნებები მამალს გვერდს აუვლიან. ეს წელი ასევე კარგია ქორწინებისა და შთამომავლობის გაგრძელებისთვის.

ივლისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ყურადღებით იყავით – ნამდვილად გექნებათ რაიმე გასახსენებელი!

Astrologia

11. ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

2019 წელი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კეთილგანწყობილი იქნება. გექნებათ კარიერული წინსვლა, ოჯახური ურთიერთობები კი დალაგდება. ღორმა ძაღლს მრავალი სიურპრიზი მოუმზადა. წარმატებული თვეებია-იანვარი, მარტი და აგვისტო.

ამ წელს სწორედ რომ დროა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად და ახალ სფეროში ძალების მოსასინჯად. მარტოხელებს შეხვედრა ელით მომავალ მეორე ნახევრებთან და თუ არჩევანის გაკეთება კარიერასა და სიყვარულ შორის მოგიწევთ, ფსონი სიყვარულზე უნდა დადოთ.

Astrologia

12. ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

ღორისთვის ეს წელი მაქსიმალურად სასიამოვნო იქნება. ასტროლოგები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ სამსახურს, ფულს, ოჯახს ან მის შექმნას.

მაგრამ ძალიანაც ნუ მოეშვებით და საქმეებს თავის დინებაზე ნუ მიუშვებთ. – შესაძლოა გრანდიოზული შესაძლებლობები გამოგეპაროთ. სასიყვარულო საქმეებში ჰარმონია გამეფდება. წარმატებული თვეებია – მარტი, მაისი და ნოემბეri.

wyaro:` asdrologi.ge~
 
 
 
 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჟურნალისტებს, გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ, თქვენი საქმეა და არ ვერევი ამ ნაწილში“-პაატა სალია

    „რუსთავი 2“ -ის ახალმა გენდირექტორმამ განაცხადა, რომ   ჟურნალისტებს სრული თავისუფელბა აქვთ  დარომ  სარედაქციო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com