ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა დამსახურებისათვის გაიცა 4 მილიონი ლარის პრემია-დანამატები მთავრობის ადმინისტრაციაში?

რა დამსახურებისათვის გაიცა 4 მილიონი ლარის პრემია-დანამატები მთავრობის ადმინისტრაციაში?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 222 საჯარო მოხელეზე 2016 წელსშრომის ანაზღაურების სახით 8 771 900 ლარი გაიცა. აქედან, ძირითადი ხელფასის თანხა 4 871 600 ლარს შეადგენდა, ხოლო ა და დანამატები – 3 900 300 ლარს. გარდა ამისა, 1 660 000 ლარი მიიღეს ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომლებმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალების მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებმა, რომელთა რაოდენობა 222 ერთეულს შეადგენდა, 2016 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით მიიღეს 8 771 900 ლარი. მათ შორის,  ძირითადი ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო, 4 871 600 ლარი იყო, ხოლო დანარჩენი თანხა პრემიისა და დანამატის სახით იქნა გაცემული. კერძოდ, მოხელეებზე გაცემულმა დანამატებმა შეადგინა 3 490 200 ლარი, ხოლო პრემიის თანხამ – 410 100 ლარი.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით, მოხელეებზე ყოველთვიური დანამატები მთელი წლის განმავლობაში წინასწარ იყო დანიშნული, რაც უფრო თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენს, ვიდრე დანამატს.

2016 წელს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებული იყო 66 შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებმაც 1 660 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პრემიების გაცემა განხორციელდა 3-ჯერ, თანხის დიდი ნაწილი კი გაცემულ იქნა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით. კერძოდ, 2016 წლის დეკემბერში საჯარო მოხელეებზე გაცემულია 370 000 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეებზე – 90 700 ლარი, მაშინ როდესაც დანარჩენი 11 თვის მანძილზე მოხელეებზე გაცემული პრემია მხოლოდ 40 200 ლარი იყო, შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაცემული – 16 300 ლარი.

წყარო: „რეგინფო“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com