ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რა გააკეთა ორმა დიდმა თი-ბი-სიმ და საქართველოს ბანკმა? გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში მილიარდები

რა გააკეთა ორმა დიდმა თი-ბი-სიმ და საქართველოს ბანკმა? გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში მილიარდები

ვისაც ბანკში ანაბრის ვადა გაგივიდათ, ალბათ უსიამოვნო ფაქტს წააწყდით-უცხოურ ვალუტაში ანაბრების ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შეგიმცირდათ.

ექსპერტი რომან გოცირიძე ბანკების მიერ მოსახლეობის ძაცვის ახალი სქემის შესახებ საუბრობს.

„საქართველოს საბანკო სისტემაში 35 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დეპოზიტებია განთავსებული. აქედან 62 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფო მაღალია-ანაბრების 77 პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად, დოლარში) არის განთავსებული. ჩვენი მოქალაქეების დანაზოგების უდიდესი ნაწილი ორ მსხვილ ბანკშია თავმოყრილი. რა გააკეთა ამ ორმა დიდმა ბანკმა- თი-ბი-სიმ და საქართველოს ბანკმა? გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში ეს მილიარდები. მოილაპარაკეს სულ ახლახან ერთმანეთში და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები. დღეისათვის, მაგალითად, ერთწლიან ანაბარზე სარგებელი დოლარში 1,25-1,35 პროცენტია, ევროში-0,45 პროცენტი. ალბათ გაიფიქრეთ, ამით სესხის პროცენტსაც ხომ შეამცირებენ და იქნებ ეშველათ მომხმარებლებსო? არ იზამენ. შარშანაც შეამცირეს ანაბრის პროცენტები (მათ შორის ლარში) , მაგრამ კრედიტები უცხოურ ვალუტაში პირიქით, 0,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში ფაქტობრივად იგივე დარჩა (მხოლოდ 0,2 პროცენტით შემცირდა). როცა სიმწრით ნაშოვნ ფულს სხვაგან ვერსად დააბანდებ ქვეყანაში, სხვა რა გზა გაქვს, ისევ “ბანკებს უნდა ებარებოდე”. მიებარები და შემოსავლების გარეშე დაგტოვებენ.

რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, ანტიმონოპოლიური რეგულატორი ამ სფეროში? არაფერს. ეს არაა პირველი შემთხვევა მსხვილ ბანკებს შორის საეჭვო გარიგებებისა, მაგრამ ეროვნული ბანკს ამის შესწავლითაც კი არ შეუწუხებია თავი. P.S. დეპოზიტებზე პროცენტების შემცირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბანკებს შორის შესაძლო გარიგებას, უფრო პირიქით-მათზე გადაბრალებით ხელ-ფეხი ეხსნებათ სამოქმოქმდედოდ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...