ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რაც დეკანოზ მამა  გიორგი მამალაძეს დაემართა სასულიერო პირების ბრალია“-მიხეილ რამიშვილი

„რაც დეკანოზ მამა  გიორგი მამალაძეს დაემართა სასულიერო პირების ბრალია“-მიხეილ რამიშვილი

 ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ  დეკანოზი მამა  გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდომარეობაზე პასუხისმგებლები სასულიერო პირები არიან:ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი თუ რისგან იყო გამოწვეული მარჯვენა ხელ-ფეხის უმოქმედობა, ინსულტის მაგვარია, ამის გამოკვლევა მიმდინარეობს და რამდენი ხანი დასჭირდება, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. ინტენსიურში არის, არასახარბიელო მდგომარეობაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ.

პირადად ვესაუბრე მამა გიორგის და ზუსტად იმ რიცხვს ემთხვევა, რა რიცხვშიც პირველად იყო მოთავსებული საავადმყოფოში, ეს იყო 2017 წლის 16 თებერვალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენს უკვე გამოიკვლევს სამედიცინო პერსონა და გვეტყვის რა ხდება, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ასეთ მდგომარეობაში კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, ჯერ არ არის სტაბილური მდგომარეობა, ვესაუბრე ექიმებს და იკვლევენ ჯერ, მაგის მდგომარეობა საპატრიარქოში ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის და ადამიანობისთვის, რა დღეში ჩააგდეს ადამიანი. ერთი სულიერ სიმტკიცე სჭირდებოდა ადამიანს, რომ ძლიერად ყოფილიყო და ისიც არ არგუნეს, აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მარი მაისურაძე

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com