ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რატომ უნდა დადგეს თბილისის ბაგა-ბაღების 61 000 აღსაზრდელის კვების საკითხის მოწესრიგება ეჭვქეშ!“- მზია ფაილოძე შპს”ნილის” წინააღმდეგ ბრალდებებზე საუბრობს

„რატომ უნდა დადგეს თბილისის ბაგა-ბაღების 61 000 აღსაზრდელის კვების საკითხის მოწესრიგება ეჭვქეშ!“- მზია ფაილოძე შპს”ნილის” წინააღმდეგ ბრალდებებზე საუბრობს

 

სკოლამდელი განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი მზია ფაილოძე შპს”ნილის” წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეთითხნილ ბრალდებებზე საუბრობს. 

 „შპს”ნილის” წინააღმდეგ მიზანმიმართული შეთითხნილი ბრალდებებისა, რომელიც ბიზნესს სექტორს არ აძლევს მშვიდი მუშაობის საშუალებას!

რძის პროდუქტები  მარტის  თვეში შეამოწმდა და 13  ნიმუშის ლაბორატორიული კვლევიდან 12 ნატურალური პროდუქტი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიდო დასკვნა, რომ პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს და ნატურალური არაა. 
 სწორედაც ეს  ერთი შემთხვევაა დასაფიქრებელი,რომელზეც ნაციონალები საეჭვოდ ‘იყეფებიან” და აშკარა ნიშნებია, რომ ებრძვიან კომპანია “ნილს” რომელიც მიუხედავად მწირი დაფინანსებისა ბავშვებს ჯანსაღი პროდუქტით ამარაგებს და საუკეთესო  მომწოდებლები ჰყავს. თვით ამ საბავშო ბაღის ადმინისტრაციის მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშაა დასაყენებელი.
რატომ აღმოჩნდა მაინდამაინც 111-ე  ბაგა-ბაღში ის სამი სახეობა რძის პროდუქტები :ყველი,არაჟანი და ხაჭო ეჭვს ქვეშ დაყენებული, რომ თითქოს ყველი რძის ფხვნილით იყო გაკეთებული, ხოლო ხაჭოში და არაჟანში მცენარეული ცხიმი  აღმოჩნდა.?!
რატომ უნდა დადგეს 61 000 აღსაზრდელის კვების საკითხის მოწესრიგება ეჭქვეშ?! თუ საქმე გვაქვს ერთი ბაღის ადმინისტრაციასთან, რომელიც საბოტაჟს ეწევა და ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას და ხელოვნურად პრობლემების შექმნას.
სამწუხაროდ,  ამ ყველაფერზე რეაგირებას მერია კომპანიის საწინააღმდეგოდ ახდენს და არ იკვლევს ამ ბუნდოვან სიტუაციებს, რომელიც როგორც მის რეპუტაციას ასევე მომწოდებლის რეპუტაციას ლახავს და ოპონენტებს სპეციალურად სალაპარაკოს აძლევს“-აცხადებს მზია ფაილოძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com