ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რატომ იტყუებიან ადამიანები

რატომ იტყუებიან ადამიანები

 

   დადიან ქუჩებში,ვიწრო ბილიკებსა თუ საბედისწერო მოსახვევებში და იტყუებიან ადამიანები.ვინ იცის რატომ,ვისთან და რისთვის,როდის და როგორ. ალბათ მხოლოდ თვითონ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი.
ყოველდწუთიერად მატულობს მოტყუებულთა და მატყუარათა რიცხვითი რაოდენობა, ალბათ ხარისხობრივი მაჩვენებელიც.
ადამიანები ტყუილში და ტყუილით ვცხოვრობთ. ეს ისეთი
ჭეშმარიტებაა,საყოველთაო მსურს რომ ვუწოდო.ტყუილით ცხოვრება როგორი ადვილია,სხვა არსებებმაც რომ იცოდნენ,რაღაცა შეუცვლებიდა მათ ცხოვრებაშიც.
მარტივად რომ ავხსნათ,ადამიანები იტყუებიან იმიტომ,რომ დამალონ რეალური მე.მიზანი კი ყოველდღიურობის გამარტივებაა. როცა ცუდადყიფნისას იტყვი,რომ კარგად ხარ და არაფერი გაწუხებს,ამით ზედმეტ შეკითხვებს აირიდებ თავიდან და პლუს ფსიქოლოგიურად პოზოტიურად განაწყობ შენს გონებას.
ადამიანები ვიტყუებით არა მარტო განწყობებში,არამედ რიცხვებსა და თარიღებში, დროსა და სივრცეში.
არსებობს ორი ვითარება ვატყუებთ ხვას ან საკუთარ თავს.ვიტყუებით ბოროტი მიზნით ან კეთილი მიზნით.ახსნა ბანალურია,თუმცა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია,რომ ამ თვისებით თუ უნარით თითოეული ჩვენგანია დაჯილდოებული.
პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვიტყუებით,ჩვენსავე გულებში,გონებასა და თვალებში უნდა ვეძებოთ,ან ერთმანეთის.ისიც მართალია,რომ
“დაწოლიდან დაძინებამდე არის ერთი პატარა გარდამავალი წამი,როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com