ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რატომ გადაწყვიტა ისტორიკოსმა  გიორგი ოთხმეზურმა პოლიტიკაში მოსვლა?

რატომ გადაწყვიტა ისტორიკოსმა  გიორგი ოთხმეზურმა პოლიტიკაში მოსვლა?

 მოულოდნელად ისტორიკოსმა  გიორგი ოთხმეზურმა  პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

ის პოლიტიკურ აქტიურობას სოციალ-დემოკრატებთან ერთად აპირებს, რომელსაც პარლამენტში დღეს შეხვდა. 

როგორც ისტორიკოსმა ტელეკომპანია „tv პირველის“ ეთერში განაცხადა,  მისი სურვილია  ისეთი ძალა შეიქმნას პარლამენტში, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” თავის “ევროპულ საქართველოანად” ჩააჩოჩებს.

 

“გია ჟორჟოლიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. წესიერი კაცია, საკმაოდ აზრიანია და კარგი პროგრამა აქვს. ყველანაირად შევეცდები, რომ მხარი დავუჭირო. მაგის გამო ვიყავი გიასთან პარლამენნტში. მე მინდა ისეთი ძალა შეიქმნას პარლამენტში, რომელიც მოახერხებს და “ნაციონალურ მოძრაობას” თავის “ევროპულ საქართველოანად” ჩააჩოჩებს. იქიდან ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მგონი ჟორჟოლიანის პარტია შეძლებს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com