ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა“-განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე.(იხ.ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე
ვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან… ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან. არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით რისკენ მივილტვით.

ჩვენ მოქნილობას ვიჩენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით.
საჭიროა ცვლილებების განხორციელება და ამას მარტო ვერ შევძლებთ. საჭიროა ყველას ჩართულობა”-განაცხადა საქართველოს პრეიზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეაზე.(იხ. ვიდეო)