ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი” -ინტერვიუ ჟიული შარტავას მეუღლესთან (ვიდეო)

„რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი” -ინტერვიუ ჟიული შარტავას მეუღლესთან (ვიდეო)

“იმედი”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ეროვნულ გმირ ჟიული შარტავას მეუღლე, ლია შარტავასთან.+

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან.

ჟიული შარტავა:

– “ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე და პატივს მივაგებთ ჟიული შარტავას ხსოვნას.

წყარო: tvalsazrisi.ge და https://ge.news-front.info

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, გაიზრდება დასაქმება“-ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქვეყანაში 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ...