ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რას ერჩოდნენ ომგამოვლილ გმირებს და რატომ დასაჯეს მუხროვანის ამბოხებულები?

რას ერჩოდნენ ომგამოვლილ გმირებს და რატომ დასაჯეს მუხროვანის ამბოხებულები?

 

 

 

[რეზონანსი თიკო ოსმანოვა]

“იმ დროს როდესაც სამხედრო მეთაურები კონფლიქტის ზონიდან გარბოდნენ, რიგითი ჯარისკაცები ცხელ წერტილებში რჩებოდნენ და მტერს მედგარ წინაღმდეგობას უწევდნენ. თუმცა, სამწუხაროდ ხელისუფლებამ ამ გმირებს არაადეკვატურად უპასუხა და მადლობის ნაცვლად მათ მიმართ რეპრესიები წამოიწყო.

“ლევან ამერიძე და შოთა გორგიაშვილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე გვიან გამოვიდნენ კონფლიქტის ზონიდან, მაგრამ დღეს ისინი ციხეში სხედან და ქვეყნის მტრებად არიან შერაცხულები”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბარში სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

აგვისტოს ომის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე დღესაც არ წყდება დებატები და ომის შედეგების შეფასებები საკმაოდ განსხვავებულია, ყველა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ მთავარი უარყოფითი შედეგი ათასობით დევნილი, დაღუპული ადამიანები და დაკარგული ტერიტორიებია.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავი გვირგვინით შეამკო, მათ გმირები კიდევ ერთელ უწოდა და მათ წინაშე ქედი კიდევ ერთხელ მოიხარა. თუმცა, პრეზიდენტს არ გახსენებია წაგებული ომის ცოცხალი გმირები, რომლებიც, როგორც სესიაშვილი ამბობს, დღეს სხვადასხვა ბრალდებით ციხეში სხედან და სრულიად უდანაშაულოდ იხდიან სასჯელს.

სესიაშვილის თქმით, ლევან ამერიძე (რეინჯერების შენაერთის მეთაური თბილისის ერთ-ერთ სამხედრი ნაწილში) და შოთა გორგიაშვილი (მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური) არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე გვიან დატოვეს კონფლიქტის ზონა, მაშინ, როდესაც მეთაურები უკვე წასულები იყვნენ, თუმცა მათ ეს არ დაუფასდათ და 5 მაისს ე.წ. სამხედრო ამბოხში დაადანაშაულეს და ქვეყნის მოღალატეობისთვის დღესაც სასჯელს იხდიან.”ჩვენ საზოგადოებას არ მიეცა ჯარისკაცების გმირობის ადეკვატური შეფასების უნარი და საშუალებები იმიტომ, რომ მართალია გაკეთდა ცალკეული გადაცემები, მაგრამ პარალელურ რეჟიმში სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ ბევრი გმირი ჯარისკაცის და ოფიცრის მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას.

“ძალიან ბევრი ჯარისკაცი მოსულა ჩემთან ომის შემდეგ, რომელიც ან დეზერტირად მონათლა ხელისუფლებამ, ან სამსახურიდან დაითხოვა უკონონოდ, მაშინ, როდესაც მათ არაერთი გმირობით გამოუჩენიათ თავი.

“2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც მათმა ხელმძღვანელობამ დატოვა კონფლიქტის ზონა, რიგითი ჯარისკაცები და ოფიცრები ისევ ფრონტის ხაზზე იდგნენ, დაღუპულები და დაჭრილები გამოჰყავდათ. მაგრამ ხელისუფლებამ ეს ადამიანები მოგვიანებით დეზერტირებად მონათლა და ქვეყნის მოღალატეთა სიაში შეიყავნა”, – გვითხრა სესიაშვილმა.

როგორც სესიაშვილი იხსენებს, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, სახმელეთო ჯარების სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბალახაძემ გასცა ბრძნება, რომ მომხდარიყო ქვედანაყოფების აღრიცხვა და ის ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, მათი საქმეები შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოებისთვის სამხედრო პოლიციას გადაცემოდა.

“როგორც მოგვიანებით გაირკვა, დისლოკაციის ადგილებზე არ აღმოჩნდა დაახლოებით 1700-2000 სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, მათი საქმეები გადაეცა სამხედრო პოლიციას და სამხედრო პოლიციამ მათი საქმეების მოკვლევა დაიწყო. უკვე ამ პერიოდისთვის დაკავებულ იქნა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე (დაახლოებით 60 პირი) დეზერტირობის ბრალდებით, რაც 3-7 ან 5-10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

“ამ პერიოდისთვის ასოციაციაში შემოვიდა რამდენიმე მომართვა. სამხედრო მოსამსახურეები აცხადებდნენ, რომ მათ არ იღებდნენ სამხედრო ნაწილები. როგორც მათ უცხადებდნენ, საქმე გადაცემული იყო სამხედრო პოლიციისთვის. ამავე ჯარისკაცების განცხადებით, მათ ვერ მოახერხეს სამხედრო ნაწილებში გამოცხადება, რამდენადაც დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდათ რუს სამხედროებს და შეწყვეტილი იყო მიმოსვლა. შესაბამისად, ისინი ვერ ცხადდებოდნენ სამხედრო დისლოკაციის ადგილებზე.

“გარდა ამისა, რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული იყო სენაკისა და გორის სამხედრო ბაზები (სადაც მსახურობენ დაახლოებით 7000 სამხედრო), რის გამოც ისინი დისლოკაციის ამ ადგილებში ცხადია ვერ გამოცხადდებოდნენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომში გადამდგარი გენერალი კობა კობალაძეც იბრძოდა, როგორც მოხალისე. ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ამბოხში დაადანაშაულეს, თუმცა უკვე მოგვიანებით სასამართლომ გაათავისუფლა.

როგორც “რეზონანსთან” საუბარში მისი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, კობა კობალაძე არის ადამიანი, რომელმაც არმიის მეთაურებისგან განსხავებით მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლის შეწყვეტამდე არ დაუტოვებია კონფლიქტის ზონა.

“2008 წლის აგვისტოში კობა კობალაძე სამხედრო პირი აღარ იყო, მაგრამ როგორც სამოქალაქო პირმა მოიმარჯვა იარაღი და ფრონტის ხაზზე წავიდა და თავის გამოცდილების ფარგლებში ჯარისკაცებს ეხმარებოდა.

“ძაღლი თავის პატრონს ვერ იცნობდაო – ისეთი ამბავი იყო. მეთაურები გაქცეულები იყვნენ, თუმცა ჯარისკაცები ბოლომდე რჩებოდნენ და მათ ეხმარებოდა.

“ასეთი იყო კიდევ ერთი ჯარისკაცი – ნადიმ ცეცხალძე, რომელიც სამწუხაროდ დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დამთავრების შემდეგ მშობიარე მეუღლის სანახავად შინ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მეთაურმა შვებულება არ მისცა. ნადიმ ცეცხლაძემ მეთაურის სიტყვები არაფრად ჩააგდო, ფორმა დაუტოვა და სოფელში დაბადებული შვილის სანახავად წავიდა.

“სამხედრო სამსახურის მიტოვების გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 30 წლის ნადიმ ცეცხლაძე სამართალდამცავებს 2009 წლის 6 სექტემბერს ჩაბარდა, 2010 წელს კი ტუბერკულიოზის დიაგნოზით ციხეში გარდაიცვალა”, – უთხრა “რეზონანსს”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...