ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რადგან ჩვენი წარსული ევროპულია, ამიტომ მომავალიც ევროპულია“-მამუკა ბახტაძე

„რადგან ჩვენი წარსული ევროპულია, ამიტომ მომავალიც ევროპულია“-მამუკა ბახტაძე

„ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა. ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსული ევროპულია და ამიტომ, მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, ამ არჩევანს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესზე, რომელიც, მისი შეფასებით, მარტივი არ იყო. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო წლიდან წლამდე მიიწევდა წინ ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

“ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ, მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანი დოკუმენტი სახელწოდებით – „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა, ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

10 წლის წინ “აღმოსავლეთ პარტნიორობა” შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო – შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა. ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ” განაცხადა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com