ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ჟიული შარტავამ სოხუმი არ დატოვა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია“(ვიდეო)

ჟიული შარტავამ სოხუმი არ დატოვა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია“(ვიდეო)

 ჟიული შარტავა დღეს 75 წლის გახდებოდა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

„ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.”

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. სეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.” – თქვა ჟიული შარტავამ და ბოლომდე, გმირულად იდგა თავისი ქვეყნის სადარაჯოზე.

მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...