ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ჟიული შარტავამ ალყაში მოქცეული სოხუმი არ მიატოვა-1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა

ჟიული შარტავამ ალყაში მოქცეული სოხუმი არ მიატოვა-1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა

დღეს 27 სექ ტ ემბერია, საქართველოს ისორიისთვის ტრაგიკული დღე, ამ დღეს საქართველომ, დაკარგა აფხაზეთი, სოხუმი დაეცა, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა ,300 ათასი ადამიანი გაძევებულ იქნა დევნილად იქცა,აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

სოხუმიდან გამოქცეულმა, გადარჩენილებმა ადამიანებმა გოლგოთის გზა გაიარეს, ისისნი მიდიოდნენ სვანეთიდან, გამოიარეს ჭუბერის უღელტეხილი ქარში, წვიმასა და თოვლში გამოიკვლისეს გზა და სამშვიდობოს გამოვიდნენ, ბევრი მაგანი გზაში გაიყინა, უმტესწილად ბავშვები , მოხუცები და ქალები…

აფხაზეთის ომი ერთ -ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია ჩვენი ქვეყნის ი ტ ორიაში.

იმ დროს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი, 1944 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — გენერალ-მაიორი,პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე (1993) იყო.

როდესაც სოხუმი ალყაში იყო და იბომბებოდა,ჟიული შარტავამ თანმხლებ პირებთან ერთა, ალყაში მოქცეული სოხუმი არ მიატოვა.

1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარავა სეპარატისტებმა არ დაინდეს და დახვრიტეს.

აფხაზეთის ომი — 19921993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდანკაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა.

დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...