ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ,როცა იმღერეს “პუტინ ხუილო”, ესეც საკმარისი იყო…“-ნიკა გვარამია

„პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ,როცა იმღერეს “პუტინ ხუილო”, ესეც საკმარისი იყო…“-ნიკა გვარამია

 

 

“დღეს საერთოდ ლაპარაკს თუ შევძლებდი არ მეგონა, უმძიმესი შაკიკის შეტევით ვიწექი, მეტყველებაზეც პრობლემა მაქვს ამის გამო, თუმცა მიწევს სამსახურში წასვლა იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო ტექტსში თქვა, საჭიროა ტელეკომპანიის სახელით ახსნა განმარტების გაკეთება.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ჩართვაში.

პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ვიზიარებ პათოსს ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ პათოსის ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი ფანტასტიური აქციის წევრებმა ამ დღეების განამავლობაში გააკეთეს, როცა იმღერეს “პუტინ ხუილო”.

არხის სახელით ვაკეთებ განმარტებას: არხი თავის მთავარ ინტერესად მიიჩნევს ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნამდვილ მტერზე, ვლადიმერ პუტინზე მიიჩნევს გამართლებულად. არხის ეთერში თვითგამოხატვა, იქნება ეს საავტორო თუ სხვა გადაცემა, თვითგამოხატვას აქვს საკუთარი ფორმები და წესები. ეს წესები მეც დამირღვევია არაერთხელ, თუმცა ამ ე. წ დარღვევასაც აქვს თავისი ფორმა, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებას და ზომიერებას, გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში.

არხი კატეგორიულად არ იზიარება ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას, მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.” – აცხადებს ნიკა გვარმია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com