ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პროცედურული ხრიკებით მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა, სურთ პარლამენტიდან გამოგვაძევონ“-რომან გოცირიძე

„პროცედურული ხრიკებით მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა, სურთ პარლამენტიდან გამოგვაძევონ“-რომან გოცირიძე

 ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარლამენტში ოპოზიცის დევნაზე და პროცედურული ხრიკებით მათი პარლამენტიდან გამოძევების მცდელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
პარლამენტმა მიიღო რეგლამენტი, რომელიც ემსახურება ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობის დასუსტებას, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების პარლამენტიდან განდევნას. რეგლამენტის მიხედვით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენისათვის, დეპუტატი ტოვებს პარლამენტს.
ხუთი ან ორი გაცდენა რომ ჩაეწერათ, ხომ უფრო გასაგები იქნებოდა ამ გადაწყვეტილების აბსურდულობა? სამართლებლივად ნახევარიც და ხუთიც ტოლფასია, ანუ დეპუტატთა ერთ ნაწილს შეუძლია გააგდოს პარლამენტიდან მისი მეორე ნაწილი.
ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები-პლენარული სხომის ყოველ გაცდენაზე ხელფასისა 10 პროცენტის დაქვითვა. სანქციები ეხება კომიტეტის სხდომებზე დასწრებასაც ასევე ხელფასის ჩამოჭრის სახით. პარლამენტის წევრები არიან ასევე პარტიის ლიდერები, ყოველდღიურად მონაწილეობენ სხვადახვა პოლიტიკურ საქმიანობაში, საარჩევნო შეხვედრები იქნება ეს, საპროტესტო აქციები თუ პარტიული მშენებლობა, ასევე საგარეო აქტივობა. ხშირად უწევთ რეგიონში ჩასვლა.
მაგალითად, გუშინ და დღეს ვმართავთ გურჯაანში აქციას სასმართლოს წინ, რათა შეწყდეს ოპოზიციის დევნა, სასამართლო სისტემის დეგრადაცია და არ იქნას გამოყენებული წინასწარი პატიმრობა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ. ამავე დროს პარლამენტში იმართება კომიტეტის სხდომები, რასაც მოჰყვება აუცილებლად გაცდენები, რადგან ჩვენთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის უფრო მნიშვნელოვანია იმ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ხელისუფლება სჩადის, ვიდრე კომიტეტის რიგით სხდომაზე დასწრება. ოპოზიციას, რომელიც მცირერიცხოვანია და რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა-პარლამენტში და მის გარეთ, უცხოეთში, აიძულებენ მხოლოდ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვას. უმრავლესობას კი, რომელსაც ზურგს უმაგრეს ფული და ადმინისტრაციული რესურსი, დეპუტატთა დიდი რაოდენობა და როცა ადვილია ჩანაცვლება და ძალების გადანაწილება, მსგავსი პრობლემა არ ექმნება. პროცედურული ხრიკებით მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა. რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი ყოველთვის დააღწევენ თავს მსგავს სანქციებს პულტების მანიპულირებით(რაც ყოველდღიური პრაქტიკაა) და სხვა ხრიკებით“…-წერს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com