ახალი ამბები
Home / ანალიზი / პროტესტი! …ანუ, ,,გველეშაპი, რომელიც 30 წელია ქრონიკულად ზის სათავეში“,!

პროტესტი! …ანუ, ,,გველეშაპი, რომელიც 30 წელია ქრონიკულად ზის სათავეში“,!

პროტესტი!
…ანუ, ,,გველეშაპი,რომელიც 30 წელია ქრონიკულად ზის სათავეში,“!
___

ა,გვარამია და ,,ბოდოკი, არაფერ შუაშია! ,,მუზა,, ანუ,შემოქმედის ნიჭი,ისეთივე ფაქიზი და საკრალურია,როგორც ანგელოზი და ანგელოზის ბოროტად გამოყენება მკრეხელობად მიმაჩნია!
საქართველოში,წესად იქცა,მონებად და მხევლებად გაიხადონ ტელეკომპანიების,მედიაჰოლდინგების,სააგენტოების პატრონებმა და ხელმძღვანელებმა, ნიჭიერი შემოქმედი ადამიანები ,მუქთად ამუშაონ!მათი უნარისა და შრომის ხარჯზე ქულები ჩაიწერონ,ფული იშოვონ! მერე უკვირთ ამდენი ნიჭიერი ჟურნალისტი,მწერალი ,იუმორისტი,მხატვარი,ტექნიკური მუშაკი რატომ მიეკედლა, ნაციონალ – ქოციონალ – გვარამიასო! პასუხი მარტივია: ,,ნაციონალ – ქოციონალ – პროკურორყოფილი,, მათ შრომას აფასებს!არა მარტო კარგად უხდის,ადამიანურ პირობესაც უქმნის სამსახურში. ამ გაღატაკებულ,გაუკუღმართებულ ქვეყანაში,შემოქმედი ადამიანები,მწერლები,პოეტები,დრამატურგები,ჟურნალისტები,მხატვრები, წლობის მანძილზე პატიოსნად შიმშილობდნენ , ოჯახსაც ბევრ რამეს აკლებდნენ,პრინციპეპიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე,მაგრამ იცვლებოდა ხელისუფლება,იცვლებოდნენ პრეზიდენტები,არ იცვლებოდა მხოლოდ მათი არაადამიანური,გაუსაძლისი ყოფა!როცა დაინახეს,რომ ეს მარაზმი 30 წელია,,ქრონიკულად,, გრძელდება,ბევრმა მათგანმა იფიქრა,გავიდა ცხოვრება,ჩვენ აქ პრინციპების ერთგულების გამო დავამშიეთ ოჯახები , პოლიტიკოსებმა კი პოლიტიკა და ქვეყანა საკუთარი ბიზნესის,პირადი კეთილდღეობის, ,,ღერძად,, გაიხადეს!სწორედ ამიტომ ხელოვანმა ხალხმა შეიცვალა პოზიცია და წავიდნენ,,გვარამიებთან,,!
არ დამიწყოთ ეხლა,მორალის კითხვა! მშიერ კუჭზე ადამიანებმა ქრისტეს მოციქულსაც კი არ მოუსმინეს და ძალიან გთხოვთ,ნუ შემახსენებთ მორალს,პრინციპებს,რომელიც იმდენად ბანალური გახდა საქართველოში,რომ მნიშვნელობაც კი დაკარგა, სამწუხაროდ! ,,თევზი,თავიდან იწყება გახრწნას,~!
გაგიჟდება კაცი! ისაო,ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდიდა ინტელიგენციას და რატომ ,,მუშურ გლეხურ საძმოს,“ არ უხდიადო? მე არ ვიცი,რა მოსაზრებით და რატომ უხდიდა ბიძინა ივანიშვილი მსახიობებს,დრამატურგებს…მეცნიერების მოღვაწეებს 10 წელიწადი თავისი ჯიბიდან,მაგრამ იმ მშიერ ინტელიგენტს სულაც არ აინტერესებდა რატომ უხდიდნან,,ხალიავას,“ ! იმ ,,ხალიავათი,,“ან ოჯხი გადარჩინა და შენ გაგიმარჯოს ბიძინიე,რომ ინახავდი ამ ხალხს(რატომღაც,ჩემი გამოკლებით! 🙂 არ ვიყავი ღირსი და ალბათ, იმიტომ!). 
,,ბიძინიეეები,“ ფრაგმენტური მოვლენაა!
ბიზნესმენი და საქმოსანია ეს კრებითი ,,ბიძინიე“, შეიძლება ნათლიმამაც კი არის!

ვინ იცის რამდენი ჰყავს მონათლული? რას გაიგებ ? წავა ,,ბიძინიე,“ და სხვა მოვა! გვინდოდა კაპიტალიზმი? ა,ბატონო,კაპიტალიზმი! კაპიტალისტური წყობისთვის ,,ბიძინიები,, ატრიბუტიკაა!
ნუ ამუშავებთ მუქთად ხელოვან ხალხს!შექმენით ეროვნული იდეოლოგია და ჩააყენეთ ხელოვნება ეროვნული იდეოლოგიის სამსახურში!ხელოვნება არის იდეოლოგიის ბურჯი!ჩააყენეთ ხელოვნება ერის სამსაახურში და გადაუხადე ღირსეული გასამრჯელო! ეროვნული იდეოლოგია არ არის ,,ნაციონალიზმი,ნაციზმი და ფაშიზმი,,ეს ერის გადარჩენის გზაა!
მოეშვით მაიმუნობას!
იქნებ ყველაფერი ,,მაიმუნის ბრალია,,? დამთვრდება მაიმუნის წელიც და ვნახოთ…

თამაზ ჭეიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com