ახალი ამბები
Home / Uncategorized / „პროკურატურის მისაღებში, რომ ვშიმშილობდი, ბიძინა ივანიშვილი არც დაინტერესებულა“- ცოტნე გამსახურდია

„პროკურატურის მისაღებში, რომ ვშიმშილობდი, ბიძინა ივანიშვილი არც დაინტერესებულა“- ცოტნე გამსახურდია

  ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში  ჩასვლას ეხმაურება:

„მინდა გითხრათ, რომ გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე.

ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი „მუჯლუგუნების“ შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!

სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დავუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com