ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი ფანცულაია: პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიომასალების უტყუარობაზე საუბარი ნაადრევია”

გიორგი ფანცულაია: პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიომასალების უტყუარობაზე საუბარი ნაადრევია”

ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა. 

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ეცოდინება აქვს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე შეეხება აღნიშნულ საქმესთან.

რამდენად დასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა და აქვს თუ არა რაიმე შეხება ამ საქმესთან, ამას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გავარკვევთ. არაერთი საქმე ყოფილა, სადაც რაოდენობრივად მოცულობითი საქმის მასალები იყო, მაგრამ შინაარსობრივად არაფერი დასტურდებოდა. ვვარაუდობ, რომ არც ისე ბევრი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რომელიც ოდნავ მაინც იქნება საქმესთან შემხებლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი საქმის განხილვის პროცესში გამოჩნდება. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი, სადაც დიდი ალბათობით პროკურატურა ბრალდებული პირებისთვის პატიმრობას მოითხოვს. ჩვენი პოზიცია განსხვავებული იქნება, მაგრამ ვითვალისწინებთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი პოზიცია არ იქნება, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. ჩვენი პოზიციაა, გამოყენებულ იყოს საქმესთან შესაბამისი, რელევანტური და თანასწორი აღკვეთის ღონისძიება. დანარჩენი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გადაწყდება”,- აღნიშნა ფანცულაიამ.

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პროკურატურას გაუსაჯაროებია აუდიომასალები, რომლის ავთენტურობაზე, წარმომავლობაზე და ბრალდებულის შემხებლობაზე კითხვის ნიშნები დასმულა. აქედან გამომდინარე ამ აუდიომასალების უტყუარობაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა ფანცულაიამ.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...