ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აღმოჩნდა პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი-ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა-იყო თუ არა ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული აჰმედ ჩატაევი, ამას ექსპერტიზა დაადგენს…

აღმოჩნდა პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი-ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა-იყო თუ არა ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული აჰმედ ჩატაევი, ამას ექსპერტიზა დაადგენს…

22-საათიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადსხვა ვერსიები ვრცელდება. არ გამოირიცხება, რომ ლიკვიდირებულთა შორის სწორედ ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრია. ამავე დროს არის საუბარი თითქოს აჰმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

თავდაპირველად ვარაუდი ” ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, რომლის სახელიც ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება, უკრაინის თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გამოთქვა.

„მომწერა, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები, მისი დაჯგუფების წევრები. ის მეგობრობს ერთ-ერთ ჩეჩენ მებრძოლთან რომელიც იყო აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი და დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად ის იქნა ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევთან ერთად. დაახლოებით ოთხი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩატაევის მეგობართან, რომელმაც მას უთხრა, რომ იმყოფებოდა საქართველოში აჰმედ ჩატავეთან ერთად,“-განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა.

ფოტოები, რომელიც გავრცელდა ინტერნეტით კარგად ჩანს პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა.

წყარო: „დაიჯესტი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com