ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია-გიორგი გახარია

„პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია-გიორგი გახარია

 

 

„რაც შემეხება მე, პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ, პრობლემა არ არის. გადადგომა ყველაზე მარტივია. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ ვუყენებთ იმას, რაც სამწუხაროდ, 20 ივნისს მოხდა თბილისში.

ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10:00 საათამდე. ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა დროს. მაგრამ 10:00 საათის შემდეგ ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების მიერ პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა, აქ არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი, დავადანაშაულოთ.

მათ კანონი არ დაურღევიათ, ყველა ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია. პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი, დაიცვა სამოქალაქო წესრიგი და კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა, რასაც შემდგომ, რასაკვირველია, კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა“, – განაცხადა მინისტრმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„რუსთავი2-“ის არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა, ნიკა გვარამია გენდირექტორობას გამოემშვიდობა

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com