ახალი ამბები
Home / ანალიტიკური მასალები / პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 
პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება. 

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com