ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგენთს ეწვევა

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგენთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში დღეს იწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითნ ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან გამართავს. მხარეები საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განიხილავენ.

ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com