ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პრეზიდენტების შეხვედრა-საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ხელი მოეწერება“

პრეზიდენტების შეხვედრა-საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ხელი მოეწერება“

  მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მოლდოვის პრეზიდენტს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  თორკიკე რიჟვაძე დახვდა.

ცნობილია, მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში. დღესვე

ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...