ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პრეზერვატივებზე ღმერთსაც დავახატავდი…“-„აიისა“-ს დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმდა  

„პრეზერვატივებზე ღმერთსაც დავახატავდი…“-„აიისა“-ს დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმდა  

„პრეზერვატივებზე ღმერთსაც დავახატავდი…“„აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძის განცხადებით, ის პრეზერვატივებზე ღმერთსაც დაახატავდა. ამის შესახებ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად” განაცხადა.

“ღმერთსაც დავახატავდი, რადგან არ ნიშნავს აპრიორი წმინდანის გამოსახვა ხატს. ეს დახატება ძალიან კარგად ავლენს ადამიანების ფსიქოლოგიურ და შინაგან დამოკიდებულებას საკითხისადმი. ყველაფრის დახატვა შეიძლება. ეს ჩემი პირადი სტანდარტია, ლოგიკურ ჯაჭვში და კრეატივში თუ ჯდება და თუ მაღალს სტანდარტს მოიცავს, დიახ, რატომაც არა” – აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმემ, „აიისა“-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების – „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა…“ (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

“პრაიმტაიმი”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com