ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პოლონეთის ხელისუფლებამ, არ გაატარა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც გასაჭირში მყოფი იტალიისთვის ჰუმანიტარული ტვირთი და ექიმების ბრიგადა მიჰყავდა

პოლონეთის ხელისუფლებამ, არ გაატარა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც გასაჭირში მყოფი იტალიისთვის ჰუმანიტარული ტვირთი და ექიმების ბრიგადა მიჰყავდა

ოფიციალურად არ ხდება აფიშირება, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლებამ, რომელსაც დღევანდელი დღიდან, სავსებით სამართლიანად შეიძლება ეწოდოს არაადეკვატური, თავის საჰაერო სივრცეში არ გაატარა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც გასაჭირში მყოფი იტალიისთვის ჰუმანიტარული ტვირთი და ექიმების ბრიგადა მიჰყავდა.

ამის გამო რუსებს შავ ზღვაზე მოუხდათ გადაფრენა, შემდეგ კი თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდნენ იტალიაში. ევროკავშირი ოფიციალურ კომენტარს ამ ინციდენტის გამო არ აკეთებს. არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იცლის პოლონეთის ხელისუფლების ვერაგობის კრიტიკისთვის – ყველანი გადართულნი არიან იტალიისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენაზე.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ალექსეი პუშკოვმა პოლონეთის ქმედება სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე აყვანილ ვერაგობად დაახასიათა. “დახმარება მიდიოდა პოლონეთის მოკავშირისთვის ევროკავშირსა და ნატოში. ამიერიდან რუსეთმა პოლონეთს არაფერი არ უნდა დაუთმოს, აბსოლუტურად არაფერი” – დაწერა პუშკოვმა თავის “ტვიტერის” გვერდზე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ სანქციებდადებულმა რუსეთმა, ევროკავშირის წევრის, იტალიის დასახმარებლად, 9 სამხედრო თვითმფრინავი, სავსე სამედიცინო დანიშნულების ტვირთითა და 100 სამხედრო ექიმით, გააგზავნა. აეროდრომზე მათ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, დახვდა. https://ge.news-front.info/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საგანგებო განცხადება ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com