ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი-30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები“-გიორგი გახარია

„პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი-30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები“-გიორგი გახარია

 

 გიორგი გახარია  20 ივნისის ღამეს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ  „20 ივნისის აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა რაღაც მომენტში ძალადობრივი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ამ დროს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ის მოთმინების რეჟიმში იყო“.

„დავიწყებ ჩემი პოლიტიკური შეფასებით – ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება. სხვა საკითხია გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხია რა შედეგებით დასრულდება გამოძიება. აქ დრო ალბათ კიდევ საჭიროა, თუმცა ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო დახლოებით 10 საათისთვის, როდესაც პოლიციას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში, იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აეცილებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ არ ყოფილა ისეთი ფაქტი და ვერც ერთ კაცს ვერ მაჩვენებთ, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა.

რაღაც მომენტში, მასირებული, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, რამდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა პოლიციაზე თანმიმდევრულად და შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში, აღჭურვილობაშიც კი არ ჰქონდა რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორასაათნახევრის განმავლობაში, პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი. ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება და მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალების. 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი“, – განაცხადა გახარიამ.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com