ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ პოლიციას ქართველი ხალხი უხდის ხელფასს, ისინი კი იცავენ კერძო კომპანიას ,,ენკა”-ს და მათი ინტერესების დასაცავად უპირისპირდება ქართველ ხალხს“

„ პოლიციას ქართველი ხალხი უხდის ხელფასს, ისინი კი იცავენ კერძო კომპანიას ,,ენკა”-ს და მათი ინტერესების დასაცავად უპირისპირდება ქართველ ხალხს“

დღეს ასეთი სურათია წყალტუბოს რაიონი სოფელ გუმათში – პოლიციამ ის არ იკმარა რომ უკანონოდ უზღუდავს მოსახლეობას საკუთარ სახლებთან მისასვლელ გზას, დღეს დილით რკინის კედელი აღმართეს. შეგახსენებთ რომ ეს შეზღუდვა დაიწყო 03 აპრილიდან. მე როგორც ადვოკატმა ოფიციალურად წყალტუბოს რაიონული სამმართველოდან გამოვითხოვე სამართლებრივი საფუძველი პოლიციის შესახებ კანონის 25 -ე და 26-ე შესაბამისად დაუყონებლივ გადმოეცათ წერილობითი დოკუმენტი საპოლიციო კონტროლს რის საფუძველზე ახდენს პოლიცია. უკვე ერთი კვირაა ეს დოკუმენტი ჯერ არ მიმიღია. იმ პირობებში როცა იმერეთის სამხარეო პოლიციის სრული აპარატი, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს სრული შემადგენლობა მოწყვეტილია ქალაქში მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და გუმათში ახდენენ მშვიდობიანი აქტივისტების აქციის დაშლას. ისინი დაკავებული არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავებით. ამ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანო რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხი უხდით ხელფასს იცავენ კერძო კომპანიას ,,ენკა”-ს და მათი ინტერესების დასაცავად უპირისპირდება ქართველ ხალხს. შინაგან საქმეთა მინისტრო იქნებ დაინტერესდეთ!!!!“-ნორიკო მურღულია ფეისბუქის გვერზე წერს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...