ახალი ამბები
Home / Uncategorized / „პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას, ვისაც არ სჯერა,როცა იხილავენ,ქართულ მიწაზე“

„პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას, ვისაც არ სჯერა,როცა იხილავენ,ქართულ მიწაზე“

უბაზ სანიკიძემ გადაცემაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

„პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას. დარწმუნებული ვარ ჩამოვა. ვისაც არ სჯერა, როცა იხილავენ, ქართულ მიწაზე, ალბათ, მოუწევთ დაჯერება. თუმცა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან არა, არ მჯერაო“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ახლა ოცნება“ „ჭიტას“ გვეთამაშება, მაგრამ ვფიქრობ ვერ დაიმალება.

„ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი. ასე არ არის, რომ ხელი მოვაწერე და გავედი. ის ხელმოწერა არ ქრება არსად. პოლიტიკური და მორალური ვალდებულება „ოცნებას“ აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჭიტას გვეთამაშება ახლა „ოცნება“. ბავშვი ხელებს რომ იფარებს სახეზე და ჰგონია, რომ არ ჩანს. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, – „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...