ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პირველი  პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას გენპროკურორი უხელმძღვანელებს

პირველი  პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას გენპროკურორი უხელმძღვანელებს

საქართველოს  პირველი  პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას  შვილს, ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილთან ერთად შეხვდა.
შეხვედრას ასევე საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com