პირბადის ტარება მისი სწორი ტარებისას არ იწვევს ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციას ან ჟანგბადის უკმარისობას
სამედიცინო პირბადეები, ასევე ცნობილი ქირურგიული პირბადეების სახელწოდებით არის ბრტყელი ან პლისირებული პირბადეები, რომლებიც ფიქსირდება თავზე თასმების ან ყურების მარყუჟების მეშვეობით. სამედიცინო პირბადეების ხანგრძლივმა ტარებამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჩაისუნთქავთ მცირე რაოდენობით ჟანგბადს ან ჭარბი რაოდენობით ნახშირორჟანგს.
მათეთრებლის და სადეზინფექციო საშუალებების მოხმარება სახიფათოა და არ გვეხმარება COVID-19-ის პროფილაქტიკაში
მათეთრებელი და სხვა სადეზინფექციო ხსნარები მომწამლავია ადამიანისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეისხუროთ, არ დალიოთ და სხვაგვარად არ შეიყვანოთ ისინი ორგანიზმში. საჭიროა მათი სიფრთხილით გამოყენება, მხოლოდ ზედაპირების დეზინფექციის მიზნით.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

მეთილის და ეთილის სპირტის შიდა მოხმარება სახიფათოა და არ გამოდგება COVID-19-ის მკურნალობასა და პროფილაქტიკისთვისმეთილის და ეთილის სპირტები არის მომწამლავი. მათი დალევა ვერ მოკლავს COVID-19-ის ვირუსს თქვენს სხეულში, მაგრამ შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას ან გამოიწვიოს სიკვდილი. ზოგჯერ მეთილის და ეთილის სპირტებს იყენებენ საწმენდი საშუალებებში, რომლებიც შექმნილია ზედაპირების დეზინფექციისთვის.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

სუნთქვის შეკავება არ წარმოადგენს COVID-19-ის ტესტს10 წამით და მეტი სუნთქვის შეკავების უნარი, ხველების გამოწვევის და დისკომფორტის განცდის გარეშე, არ გამორიცხავს COVID-19-ს ან სხვა ფილტვების დაავადების არსებობას.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ნივრის ჭამა არ გვეხმარება COVID-19-ის პროფილაქტიკასა და მკურნალობაშინიორი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც აქვს გარკვეული მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება, თუმცა არ არის მიღებული COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით ნივრის მოხმარების სარგებლობის არანაირი მტკიცებულება. COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო ხერხია – სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ასევე რეგულარულად ხელების საგულდაგულოდ დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ახალგაზრდა ადამიანები შეიძლება დაავადდნენ COVID-19-ითCOVID-19 ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი ნებისმიერ ასაკში. ამიტომ ასაკის მიუხედავად, ყველამ უნდა მიიღოს პროფილაქტიკური ზომები, კერძოდ რეგულარულად დაიბანოს ხელები და შეინარჩუნოს უსაფრთხო დისტანცია სხვა ადამიანებთან.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ცხელი ამინდი და ტენიანობა არ აჩერებს COVID-19-ის გავრცელებასCOVID-19-ით შეიძლება დაინფიცირდე მიუხედავად იმისა, არის მზიანი, თუ ცივი ამინდი. ქვეყნებში, სადაც არის სიცხე არის COVID-19-ის შემთხვევები. COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო ხერხია – სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ასევე რეგულარულად ხელების საგულდაგულოდ დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ცხარე წიწაკის ჭამა ვერ დაგეხმარებათ COVID-19-ის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.წიწაკა შეიძლება იყოს გემრიელი, თუმცა არ არის დამტკიცებული COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით მისი მოხმარების სარგებლობა. COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო ხერხია – სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ასევე რეგულარულად ხელების საგულდაგულოდ დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ანტიბიოტიკები ვერ დაგეხმარებათ COVID-19-ის მკურნალობაში და პროფილაქტიკაშიანტიბიოტიკები მუშაობს მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ, მაგრამ არა ვირუსების. COVID-19-ს იწვევს ვირუსი. თუმცა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ ანტიბიოტიკები თანმხლები ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისთვის.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ვიტამინები და მინერალური დანამატები არ კურნავს COVID-19-სთუთია, D, C ვიტამინები და სხვა დანამატები არ კურნავს COVID-19-ს, თუმცა ისინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ცხელი აბაზანა ვერ დაგეხმარებათ COVID-19-ის პროფილაქტიკაშიყველაზე ცხელი აბაზანა და შხაპი არ ახდენენ არსებით ზემოქმედებას სხეულის ტემპერატურაზე. თუ წყალი ზედმეტად ცხელი იქნება, შესაძლოა მიიღოთ დამწვრობა. COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო ხერხია – სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ასევე რეგულარულად ხელების საგულდაგულოდ დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

სიცივე და თოვლი არ აჩერებს COVID-19-სცივი ამინდი არ უწყობს ხელს COVID-19-გან განკურნებას და არ აბრკოლებს მის გავრცელებას. COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო ხერხია – სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ასევე რეგულარულად ხელების საგულდაგულოდ დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იცავს COVID-19-განCOVID-19 არის სხვა ვირუსებისგან სრულიად განსხვავებული ვირუსი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ვაქცინას. თუმცა არსებული ვაქცინაცია პნევმონიის წინააღმდეგ უწინდებურად რეკომენდებულია.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ხელების საშრობები არ გამოიყენება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვისხელების საშრობები ვერ ანადგურებენ COVID-19-ის ვირუსს. საკუთარი თავის COVID-19-გან დასაცავად რეგულარულად დაიმუშავეთ ხელები სპირტის საფუძველზე შექმნილი ანტისეპტიკური საშუალებებით ან საპნითა და წყლით დაიბანეთ. გაამშრალეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცით ან თბილი ჰაერის ხელების საშრობით.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ცხვირის რეგულარული გამორეცხვა მარილიანი ხსნარით არ გამოდგება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვისარ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარილის ხსნარის გამოვლება იცავს ადამიანებს COVID-19-გან ან სხვა რესპირატორული დაავადებებისგან. არის რამდენიმე შეზღუდული მტკიცებულება, რომ შეიძლება უფრო მალე გამოჯანმრთელდეთ ჩვეულებრივი გაციებისგან.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი ნათურები COVID-19-ის პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვისარ გამოიყენოთ ულტრაიისფერი ნათურები ხელების და სხეულის სხვა ნაწილების დეზინფექციისთვის. მათ შეიძლება გამოიწვიონ კანის გაღიზიანება და თვალების დაზიანება. COVID-19-ის გამომწვევი ვირუსისგან ხელების გაწმენდის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალკოჰოლის საფუძველზე შექმნილი ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ან საპნითა და წყლით დაბანა.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

COVID-19 არ ვრცელდება კოღოს ნაკბენითარ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19 ვრცელდება კოღოს ნაკბენით. ძირითადად გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის სასუნთქი ორგანოებიდან ხველებისას, დაცემინებისას და საუბრისას გამოყოფილი წვეტების მეშვეობით. ასევე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული ზედაპირის შეხების შემდეგ თვალების, ცხვირისა და პირის შეხებისას. ინფექციისგან თავის დასაცავად, ხშირად დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია ჩაუტარეთ სახლში იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

სახლის ბუზები არ ავრცელებენ COVID-19-სარ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ს ავრცელებენ სახლის ბუზები. COVID-19-ის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებული ადამიანის სასუნთქი ორგანოებიდან ხველებისას, დაცემინებისას და საუბრისას გამოყოფილი წვეტების მეშვეობით. ასევე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული ზედაპირის შეხების შემდეგ თვალების, ცხვირისა და პირის შეხებისას. ინფექციისგან თავის დასაცავად, ხშირად დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია ჩაუტარეთ სახლში იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

5G მობილური ქსელები არ ავრცელებენ COVID-19-სვირუსების გადაცემა, მათ შორის COVID-19-ის არ ხდება რადიოტალღების ან მობილური ქსელების მეშვეობით. COVID-19 ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს 5G მობილური ქსელები.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ფეხსაცმლის მეშვეობით COVID-19-ის გავრცელების ალბათობა უკიდურესად მცირეაCOVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ფეხსაცმლით გადატანის და ინფიცირების ალბათობა უკიდურესად მცირეა. უსაფრთხოების ზომის სახით, კერძოდ ოჯახებში, სადაც არიან ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ცოცავენ და თამაშობენ იატაკზე, რეკომენდებულია ფეხსაცმლის გახდა და შემოსასვლელში დატოვება. ეს აარიდებს ბავშვს ფეხსაცმლის ძირებზე არსებულ სხვადასხვა სახის დაჭუჭყიანებასთან კონტაქტს.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

COVID-19 გამოწვეულია ვირუსით და არა ბაქტერიითCOVID-19 გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება ვირუსების ოჯახს, რომელსაც Coronaviridae ეწოდება. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსების საწინააღმდეგოდ. COVID-19-ის მქონე ზოგ ადამიანს ერთდროულად ვითარდება ბაქტერიული ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმის მიერ შეიძლება რეკომენდებული იყოს ანტიბიოტიკების მიღება.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ადამიანების უმრავლესობა იკურნება COVID-19-გამCOVID-19-ით დაავადებულთა უმრავლესობას აქვთ მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები და ადამიანები იკურნებიან, თუ სწორად და დროულად მიიღეს სამედიცინო დახმარება. ხველებისას, ცხელებისას და სუნთქვის გაძნელებისას მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა წინასწარ დარეკეთ. თუ გაქვთ ცხელება და თქვენ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც არის მალარიის და დენგეს ცხელების შემთხვევები – დაუყონებლივ დაურეკეთ ექიმს.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

თერმული სკანერები ადგენენ ცხელებას და არა COVID-19-სტემპერატურის სკანერებს შეუძლიათ დაადგინონ ადამიანები, რომელთაც აქვთ ცხელება, მათ შორის გამოწვეული COVID-19- ით. თუმცა, არა ყველას, ვისაც აქვს COVID-19 აქვს ცხელება. ასევე ტემპერატურის სკანერები ვერ ამოიცნობენ ინფიცირებულ ადამიანს, თუ მას ცხელება არ აქვს. რადგან ჩვეულებრივ COVID-19-ით ცხელების სიმპტომის განვითარებისთვის საჭიროა 2-დან 10 დღემდე.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

COVID-19-ის რისკის ქვეშ არის არამხოლოდ ხანდაზმული ადამიანებიCOVID-19 ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი ნებისმიერ ასაკში. 60 წელზე უფროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ასთმა, დიაბეტი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობის რისკის მატარებლები არიან. ყველამ უნდა მიიღოს პროფილაქტიკური ზომები, კერძოდ რეგულარულად დაიბანოს ხელები და შეინარჩუნოს უსაფრთხო დისტანცია.წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ჰიდროქსიქლოროქინის ეფექტურობა COVID-19-ის მკურნალობასა და განკურნებისთვის არ არის დადასტურებული
ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი წარმოადგენს მალარიისა და სხვა ზოგიერთი დაავადების წამალს. მიმდინარეობდა მათი გამოყენების შესაძლებლობა COVID-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ მიმდინარე მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი არ ამცირებს COVID-19-გან სიკვდილიანობას და არ ეხმარება პაციენტებს დაავადების ზომიერი მიმდინარეობისას. ჰიდროქსიქლოროქინით და ქლოროქინით შესაძლებელია მალარიის და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა. ამასთანავე, მათ გამოყენებას სხვა დაავადებებისთვის ან სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გვერდითი მოვლენები და ამიტომ თავი უნდა აარიდოთ.
