ახალი ამბები
Home / Uncategorized / პეტრე ცაავა:„ჩვენ გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული პატრიარქი და ის უნდა გადადგეს“

პეტრე ცაავა:„ჩვენ გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული პატრიარქი და ის უნდა გადადგეს“

https://www.youtube.com/watch?v=IRSr-Le9L1c&t=3407s

პეტრე ცაავა ბერად 2000 წელს აღიკვეცა, 2002 წელს ის ეპისკოპოსად აკურთხეს, 2007 წელს მთავარეპისკოსობა, 2019 წელს კი მიტროპოლიტობა უბოძეს. სასულიერო ცხოვრების დასაწყისში ილია მეორემ ის თავის მშობლიურ სოფელში, სნოში გააგზავნა სულიერებისა და კულტურის ცენტრის ცენტრის დასაარსებლად. … ხევის ეპარქია პეტრე ცაავამ 2006 წელს დატოვა და სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა. … ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს?” – ეწერა წერილში

2008 წელს პატრიარქმა ის საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობიდან ეპისკოპოსი 2017 წელს სინოდის სხდომაზე გადააყენეს. ამ სხდომის შემდეგ ითქვა, რომ მეუფე პეტრე “უხეშად არღვევს სასულიერო პირისთვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ საეკლესიო და სასულიერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას.” მაშინ მეუფე პეტრემ წერილით უპასუხა პატრიარქს და სინოდის წევრებს.

“წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსობისთვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა. ნუთუ, დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არა გვაქვს. ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს?” – ეწერა წერილში.

პეტრე ცაავას ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ თანამშრომლებმა მისი დაბრუნების თხოვნით წერილიც მიწერეს პატრიარქს, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

მიტროპოლიტი პეტრე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავ ქონებას არ ფლობს.

მიტროპოლიტი ამ დრომდე პეტრე ჭყონდიდელის ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. 2017 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რექტორი.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პეტრე ცაავა ამბობდა, რომ სტუდენტობის დროს ის ბიზნესით იყო დაკავებული და საკუთარი კოოპერატივი ჰქონდა, შემდეგ კი სენაკში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრიდა კენჭს.

პეტრე ცაავას სხვა საყურადღებო განცხადებები და დაპირისპირება იაკობთან

მიტროპოლიტი განსაკუთრებით აქტიურობდა დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. 2017 წელს მან ისის კი თქვა, რომ ამ პროცესებიდან განრიდებას სთხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ ყველაფერი მას დაბრალდებოდა.

2017 წელს მეუფე პეტრე ამბობდა, რომ პატრიარქი მასზე ნაწყენი იყო.

2018 წელს, როდესაც სინოდის სხდომაზე “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით საეკლესიო კომისიის შექმნა მოითხოვა, უარი მიიღო და თქვა, რომ ამ სინოდზე დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ, მას უკვე ღიად დაემუქრა მეუფე იაკობი, რომელიც ამბობდა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას არავის აპატიებდა და პეტრეს იმას გაუკეთებდა, “რაც გასაკეთებელი იყო.” იაკობი მაშინ იმასაც ამბობდა, რომ ეკლესიაში სიტყვა ეთქმის და რასაც მოინდომებს, ყველაფერს აკეთებს.

2018 წელსვე, გიორგი მამალაძის საქმის კომენტირებისას, მან “უპრინციპო და უსინდისო ადამიანი” უწოდა გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც პრეზიდენტობისას ჰქონდა უფლება შეეწყალებინა დეკანოზი, მაგრამ ეს არ გააკეთა.

პეტრე ცაავამ მხარდაჭერა გამოუცხადა ზაზა სარალიძესაც, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამას და თქვა, რომ მასთან ერთად განიცდიდა უსამართლო მსჯავრს და თანადგომას უცხადებდა.

“ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ, თავის დროზე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო” – ეწერა მთავარეპისკოპოსის წერილში.

2019 წლის ივნისში მეუფე პეტრემ საპატრიარქოს მიერ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო განცხადების პასუხად თქვა, რომ “სოდომის ცოდვას ეკლესია ჯერ თავის წიაღში უნდა ებრძოლოს.”

პეტრე ცაავა არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელიც  ღიად საუბრობდა ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე.

პეტრე ცაავამ საკუთარ თავზე აიღო გადაწყვეტილება, აკაკი ხოშტარიას 1915 წელს აშენებულ სახლზე არსებული ბარელიეფების წმინდა გიორგის გამოსახულებით ჩანაცვლების შესახებ.

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ახსოვს ისიც, რომ პეტრე ცაავა იყო ერთ-ერთი, ვინც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის მონაწილეობას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაში 2016 წელს. მისი თქმით, პეტრე მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდა და რამდენიმე წლის წინ უკვე ცხადი იყო, რომ ამის გამო დაისჯებოდა, იმავე მეთოდებით იბრძვის, როგორიც დღეს ეკლესიის შიგნით არის მიღებული, რაც სხვა მღვდელმთავრებთან შედარებით მორალურ უპირატესობას ვერ ანიჭებს.

“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი არის შექმნილი ღვთის ხატად და სახედ, მისი რედუცირება მის სექსუალურ ნიშნულამდე თეოლოგიურად არაჯანსაღი პოზიციაა. მეორეს მხრივ, პეტრემ იცოდა, რომ ამას ექნებოდა რეზონანსი. ჩვენ უამრავჯერ მოგვისმენია საქართველოს ეკლესიის კრიტიკა ფინანსური საკითხების, პოლიტიკურ ძალაუფლებაში შესვლის მცდელობების გამო, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა იმხელა ამბავი, რამხელაც პირად ცხოვრებაზე აქცენტმა გამოიწვია.” – უთხრა რადიო თავისუფლებას მირიან გამრეკელაშვილმა.

როგორ მოხდა, რომ სინოდმა მეუფე იაკობის განცხადებებზე მსჯელობის ნაცვლად პეტრეს მღვდელმთავრობიდან ჩამოშორება გადაწყვიტა

თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში წინასწარ იცოდნენ, რასაც აპირებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე და მეუფე იაკობის წინასწარ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატრიარქის მოშორების გეგმა აქვთ, დავალება იყო.

“იაკობის ამბავი ჩემთვისაც საცნაური გახდა მხოლოდ პეტრეს გადაყენების შემდეგ. პეტრე იქ მომზადებული მივიდა, წერილით. სავარაუდოდ საპატრიარქოში იცოდნენ, რომ პეტრე ამ ბრალდების წაყენებას აპირებდა და იაკობი სპეციალურად, წინასწარ ააყვირეს. (ის პატრიარქის და მისი მდივნის ყურმოჭრილი მონაა). რატომ? თავი დაიზღვიეს. თუ ხელისუფლება ახლა უარს იტყვის პატრიარქის დაცვაზე, მაშინ იტყვის, რომ ხელისუფლებამ მიუგზავნა პატრიარქს პეტრე და ხალხიც დაიჯერებს.

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მიდის აქტიური ვაჭრობა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის. იქ უშუალოდ ციფრებზეა საუბარი, სრულიად პრაგმატული ვაჭრობა მიდის, დაცლილი თეოლოგიური და ფილოსოფიური საზრისებისაგან. პატრიარქის დიდი ამოცანაა, რომ პეტრე გააჩუმოს ხელისუფლებამ, ხელისუფლება მოთხოვს რაღაცას სანაცვლოდ და ეს იქნება მხარდაჭერა 2020-ის არჩევნებისთვის.” – ეუბნება რადიო თავისუფლებას მირიან გამრეკელაშვილი.

1 ნოემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე პეტრემ პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობაზე გაკეთებული განცხადება მეორე დღესვე უარყო და ამის გამო გამოძიების საფუძველი არ არსებობს.

რადიო „თავისუფლება“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

საფლავებზე გასვლა 2 დან 4 მაისამდე აიკრძალა

როგორც საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცნობილია გიორგი ღიბრაძე – საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული ...