ახალი ამბები
Home / Uncategorized / პენსია 20 ლარით და მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება

პენსია 20 ლარით და მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ იზრდება2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან.

2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ასევე 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით;გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო 82 ხმით მიიღეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.

ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“2-3 თვეში, შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი”

ახალი ინდური წარმოშობის ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებს იმუნოლოგი ივანე ჩხეიძე “2-3 თვეში, შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური ...