ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პენსია უნდა იზრდებოდეს ინფლაციის ოდენობით- „თბილისში საახალწლო განათებაში ორასი თუ სამასი ათასი ლარი დაიხარჯა( რაც რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს ორი წევრის ხელფასია)“

„პენსია უნდა იზრდებოდეს ინფლაციის ოდენობით- „თბილისში საახალწლო განათებაში ორასი თუ სამასი ათასი ლარი დაიხარჯა( რაც რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს ორი წევრის ხელფასია)“

ღეს უკვე ახალი არ არის, ის რომ ქვეყანაში ინფლაციის შესაბამისად არ ხდება არც პენსიის და არც ხელფასების ზრდა, უფრო მეიც, ჩინოვნიკები კოლოსალურ ხელფასებს იღებენ, ხოლო შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ფენა კლავ გაუსაძლის პირობებშია. ამის შესახებ ექსპერი და ნაციონალური მოძრაობის სახე, რომან გოცირიძე საუბრობს.

„უკვე ეროვნულმა ბანკმაც გამოაქვეყნა თავის გვერდზე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2,4 პროცენტის ოდენობით, ანუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაყალბებული მონაცემი. ამ სიყალბეზე თვალის დახუჭვა ეროვნულ ბანკსაც აწყობს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე და სიამაყით იტყვის, რომ 2020 წელს ქვეყანაში ინფლაცია ფაქტობრივად არ ყოფილა.

რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური სჩადის, არის დანაშაული. ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი რომ იყოს, მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიღებული. ერთია, რომ ამით დამახინჯებულ სიგნალებს აძლევ ეკონომიკას, მეორეა, გვერდს უვლი, ფაქტობრივად, არღვევ კანონსაც. მაგ. კანონით, პენსია უნდა იზრდებოდეს ინფლაციის ოდენობით.

აქვეა ჩანაწერი, რომ პენსია უნდა გაიზარდოს არაბაკლებ 20 ლარისა, რაც წელს, შესაძლოა, ეს ჩანაწერი აზღვევდეს გაყალბებული სტატისტიკით გამოწვეულ დანაკლისს. თუმცა, თუ წლიური ინფლაცია 9 პროცენტზე მეტი იქნებოდა, მაშინ პენსიის რეალური ზრდაც მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოცი ლარით. უკვე მეოთხედ მიწევს ამაზე წერა, მაგრამ როგორც ჩანს, ექსპერტებს( ბრჭყალებში) და არა მარტო მათ, ის უფრო აღელვებთ, თბილისში საახალწლო განათებაში ორასი თუ სამასი ათასი ლარი დაიხარჯა( რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს ორი წევრის ხელფასია), ვიდრე ის, თუ როგორ თავხედურად ატყუებენ მილიონობით ჩვენს მოქალაქეს და ბიზნესსუბიექტს- აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...