ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეკინის გამზირზე ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.

ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com