ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი- „ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის-მას არაფერი ახსოვს“(ვიდეო)

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი- „ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის-მას არაფერი ახსოვს“(ვიდეო)

3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი ალექსანდრე გაბუნია აცხადებს, რომ 51 წლის ქალს პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს. ადვოკატის თქმით, თამარ საძაგლიშვილს ათეულობით წელია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს.

“მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. 
დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს.

დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებებში. ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს”, – თქვა ადვოკატმა.

3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი კერძო ადვოკატით შეეცვალა. მის ინტერესებს ალექსანდრე გაბუნია დაიცავს. 

პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს  დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს. ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი 🙃

Posted by გიო გიო on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com